GE

დავით გამრეკელის №2               ტელ.: (+995) 558 99 75 98         ელფოსტა: info@1Soft.ge
თბილისი, საქართველო                          (+995) 599 17 81 83         ვებგვერდი: http://www.onesoft.ge

მეტი
1C ადმინისტრირების შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 250 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია

OneSoft Training Centre აცხადებს მიღებას 1C ადმინისტრირების შემსწავლელ ონლაინ კურსზე. 

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • შესყიდვები
  • საწყობი და მარაგები
  • წარმოება
  • გაყიდვები
  • CRM
  • ბუღალტერია
  • HR
  • ფინანსური ანგარიშგებები
  • Rs.ge

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად. 

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ 1C პროგრამის ადმინისტრირება, მომხმარებლების და ბაზების მართვა.

მიზნობრივი ჯგუფი:
ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს გაიღრმაოს ცოდნა 1C-ის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
1C-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ლექციების განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (19:00 – 21:00).

კურსის ხანგრძლივობა:  10  საათი.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები. 

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • გქონდეთ სრული წარმოდგენა ინფორმაციული ბაზის ტიპებზე და მათ განსხვავებებზე 
  • მომხმარებლების შექმნას, შესაბამისი პარამეტრების და უფლებების გამართვას
  • ტიპიური ოპერაციების შაბლონების აწყობას
  • ანგარიშგებების აწყობას
  • სხვადასხვა დამუშავებების გამართვას
  • ბაკნებთან ინტეგრაციის აწყობას
  • თვის დახურვის დოკუმენტის გატარებას
  • შესაერთებელ მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამართვას
  • დისტრიბუციის პოკეტების გამართვას

კურსის სტანდარტული ღირებულება:  250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).  

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა „Zoom”-ის მეშვეობით.

სამუშაო მასალები  მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
  • OneSoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

კურსზე რეგისტრაციისთვის  შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2022
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები