GE
საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი ვრცელი პროგრამა
საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპული ცენტრი"  ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის  შემსწავლელ  ვრცელ პროგრამას ექსკლუზიურ ფასად.

საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებმა საზოგადოებაში გამოიწვია დიდი ინტერესი საგადასახადო კოდექსის პრაქტიკულად შესწავლისადმი, "ევროპული ცენტრი" უკვე მე - 5 წელია ცენტრში მოწვეული საგადასახადო საქმის ექსპერტების მეშვეობით ინტენსიურად ახდენს კადრების გადამზადებას აღრიცხვა, აუდიტის და საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში.

საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი:
კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი;
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი, 12 კვირა (4 სთ ტესტებზე მუშაობა);
ღირებულება: 499 ლარი. (დღგ-ს ჩათვლით)

კურსს უძღვებან საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტები, აღნიშნული სფეროს პრაქტიკოსები: კონსტანტინე გორბატკოვი და ნინო ფოდიაშვილი. "ევროპული ცენტრის" საუკეთესო პრაქტიკოსი ტრენერები მზად არიან, ცენტრის მსმენელებს გაუწიონ პროფესიული კონსულტაციები საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვაში.

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა - საგადასახადო კოდექსის წიგნი.

ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში "ევროპული ცენტრი" აცხადებს მსურველთა მიღებას ბიზნესის კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებზე.

ბიზნესის კანონმდებლობის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში. ბიზნესის კანონმდებლობის სწავლება გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას და გადასახადების აღრიცხვის შესწავლას, რომელთა ბაზაზეც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის მართვა.

პროგრამა მოიცავს:
  • სამოქალაქო ურთიერთობის პირები;
  • სამეწარმეო სამართლებრივი სუბიექტები;
  • საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები;
  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი;
  • ბიზნეს პრაქტიკული მაგალითები;
  • ბიზნეს პრაქტიკული კეისები;
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
ლექციის ხანგრძლივობა: 24 საათიანი სასწავლო კურსი
კურსის ღირებულება: 400 ლარი

კურსს უძღვება ცენტრის მიერ მოწვეული ბიზნეს (კერძო) სამართლის ექსპერტები, პრაქტიკოსი იურისტები.

კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური ტესტირება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა "ევროპული ცენტრის" სერტიფიკატი. "ევროპული ცენტრის" საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება.

ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებასა და გადამზადებას. მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ყურადღება! ორივე კურსის გავლის შემთხევაში მოქმედებს  სპეციალური ფასი 775 ლარი!
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo
ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები