GE
ბუღალტერთა პროფესიული მომზადების პროგრამა
ღირებულება: 1000 ლარი
ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას 1 წლიანი პროგრამით 2010-2011 სასწავლო წლისათვის.
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ
    9 კლასდამთავრებულებს; მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებს, სკოლაში სწავლის პარალელურად; განათლების უფრო მაღალი დონის (პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლების) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
  • პროგრამაში ჩარიცხვა
    სტუდენტთა მიღება ხდება ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.
  • პროგრამაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები
    განათლების დამადასტურებელი საბუთი (ცნობა სკოლიდან ან სხვა სასწავლებლიდან. საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი ან დიპლომის ასლი). ორი ფოტოსურათი (3X4). განცხადება-ანკეტა.
  • სტუდენტთა მიღება და სწავლის დაწყება
    სტუდენტთა მიღება ხდება წელიწადში ორჯერ. სწავლა დაიწყება სექტემბერსა და თებერვალში.
  • განცხადებების მიღება
    პროგრამაში ჩართვაზე მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა გააკეთონ 2012 წლის 25 სექტემბრამდე.

    პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
ინფორმაცია ბუღალტერთა მომზადების 1 წლიანი პროგრამის შესახებ
  1. პროგრამის საფუძველი
    პროგრამა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტისა და ბუღალტერ-მოანგარიშის პროფესიისათვის დამტკიცებული სახელობო პროფესიული სტანდარტის საფუძველზე.
  2. სპეციალობა
    პროგრამა ორიენტირებულია ბუღალტერ-მოანგარიშის სპეციალობის დაუფლების მსურველი პრეტენდენტების მომზადებაზე.
  3. კვალიფიკაცია
    საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება ბუღალტერმოანგარიშის კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის ეს დონე საკმარისია კურსდამთავრებულმა შეძლოს ბუღალტრის ასისტენტის ფუნქციების შესრულება.
  4. სწავლების ხანგრძლივობა
    სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს. სწავლების სრული კურსი მოიცავს 657 საათს (ლექცია 235 საათი, სასაწავლო პრაქტიკა 310 საათი და საწარმოო პრაქტიკა ან/და სამუშაო ადგილის სიმულაცია 112 საათი).
  5. სწავლების შედეგი
    პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტმა:  
    ა) უნდა იცოდეს:
    საწარმოთა ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმები
    ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების პრინციპები
    ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები
    ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები
    ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების არსი და მნიშვნელობა
    ფინანსური ანგარიშგების საქართველოში მოქმედი სტანდარტების ძირითადი მიდგომები
    საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი მოთხოვნები
    თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები
    ბ) უნდა შეძლოს:
    პირველადი საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტების შედგენა
    სალაროს წიგნის წარმოება
    პირველადი დოკუმენტების ინფორმაციის ასახვა ბუღალტრულ რეგისტრებში
    ბუღალტრული ანგარიშების ნაშთის განსაზღვრა
    ბუღალტრული ანგარიშების დახურვა და ნაშთების გადატანა
    დებიტორებთან და კრედიტორებთან ნაშთის შედარება;
    საქონლის/პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება
    საცდელი ბალანსის შედგენა
    საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის გამოთვლა
    ინფორმაციის შეგროვება საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების შესადგენად
    კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენება.
  6. დასაქმების სფერო
    კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად:
    აღმრიცხველი
    მოანგარიშე
    ბუღალტრის მოადგილე (სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ)
    მოლარე
    საწყობის გამგე (მეკუჭნავე)
    მნე და სხვ.
  7. სასწავლო კურსის პროგრამა
    საგანმანათლებლო კურსი შედგება ზოგადი, საბაზისო და არჩევითი მოდულებისაგან.
საწარმოო პრაქტიკა
პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი გაივლის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას.
სასწავლო პრაქტიკის მიზანია, სტუდენტს დაეხმაროს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის დამაგრებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში.
სასწავლო პრაქტიკა ჩატარდება სასწავლო დაწესებულებაში ინსტრუქტორების მეთვალყურეობით.
საწარმოო პრაქტიკის მიზანია სტუდენტს გააცნოს მისი მომავალი სამუშაო ადგილი, შესასრულებელი ფუნქციები და დაეხმაროს ამ ფუნქციების შესრულების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
საწარმოო პრაქტიკას შეიძლება ჩაენაცვლოს "სამუშაო ადგილის სიმულაცია" რომელიც საწარმოო პრაქტიკის გარემოსთან მაქსიმალურად იქნება დაახლოებული და  იდენტურ უნარ-ჩვევებს მისცემს სტუდენტს.
საწარმოო პრაქტიკის გავლის დროს სტუდენტმა უნდა გამოიმუშაოს შემდეგი უნარჩვევები:
  • ცალკეული სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტური გაფორმება
  • პირველადი დოკუმენტის შემოწმება და ხარვეზის გამოვლენა
  • ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის სრულყოფილად გამოყენება
  • საბუღალტრო დოკუმენტების დახარისხება და აკინძვა
  • საბუღალტრო რეგისტრების მომზადება
  • დასკვნითი ოპერაციების გატარება და ბუღალტრული ანგარიშების დახურვა
  • საცდელი ბალანსის მომზადება
  • საგადასახადო დეკლარაციების მოსამზადებლად ინფორმაციის შეგროვება.
სწავლება და საკვალიფიკაციო გამოცდა
ლექციები
ლექციები ტარდება  კვირაში ოთხი დღე, დღეში ოთხი აკადემიური (45 წუთი) საათი.
ლექტორები
ლექტორებად მოწვეულნი არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ პედაგოგიური და პრაქტიკული გამოცდილება და პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას.
გამოცდები
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას ორ ეტაპად:
პირველი ეტაპის გამოცდა ტესტური ხასიათისაა და მისი მიზანია, გამოავლინოს სტუდენტის მიერ მიღწეული ცოდნის დონე ყველა საგანში.
მეორე ეტაპის გამოცდის მიზანია, გამოავლინოს სტუდენტის უნარ-ჩვევები: კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაში; კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამისა და პროფესიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.
სერტიფიკატი (დიპლომი)
კურსდამთავრებულებს, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მიენიჭებათ ბუღალტრის მესამე დონის (ბუღალტერ-მოანგარიშე) კვალიფიკაცია და მიეცემათ შესაბამის სერტიფიკატი (დიპლომი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.
პროგრამის ღირებულების გადახდა ხდება ორ ეტაპად.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები