ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები
ღირებულება:
1180
ლარი
პროგრამა განკუთვნილია ბუღალტრის კარიერის დაწყების მსურველთათვის.
ამასთან, ის აქტუალურია როგორც მოქმედი ბუღალტრებისათვის, ასევე ბანკებში, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებში ფინანსური ანგარიშგების განხილვა-ანალიზით დაკავებული პირებისათვის.
ამასთან, ის აქტუალურია როგორც მოქმედი ბუღალტრებისათვის, ასევე ბანკებში, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებში ფინანსური ანგარიშგების განხილვა-ანალიზით დაკავებული პირებისათვის.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების შესწავლის შემდეგ განიხილება საბალანსო და მოგება- ზარალის ანგარიშგების ძირითადი მუხლების აღრიცხვა.
მათი შესწავლა ხდება როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ასევე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.
სავაჭრო და მომსახურების საწარმოთა მაგალითებზე ისწავლება დამატებული ღირებულების, საშემოსავლო, მოგების, ქონებისა და საბაჟო გადასახადების აღრიცხვა.
კურსის ძირითადი თემები:
კურსის ძირითადი თემები:
- საბუღალტრო აღრიცხვის შესავალი;
- ძირითადი ოპერაციების ზემოქმედება საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;
- ანგარიშთა გეგმა, მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი, ოპერაციების აღრიცხვის წესი, საცდელი ბალანსი;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, დარიცხვის და საკასო მეთოდები. კორექტირებები, სრული სააღრიცხვო ციკლი;
- ბალანსის, მოგება-ზარალის, კაპიტალის ცვლილებათა ანგარიშგების მომზადება;
- სავაჭრო საწარმოს ოპერაციების აღრიცხვა. კლასიფიცირებული საბალანსო ანგარიშგება, მრავალსაფეხურიანი მოგება-ზარალის ანგარიშგება;
- აღრიცხვა სპეციალური ჟურნალების გამოყენებით;
- ქართული ანგარიშთა გეგმის განხილვა.
საბალანსო და მოგება-ზარალის მუხლების აღრიცხვა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) მიხედვით:
- მოთხოვნებისა და შემოსავლების აღრიცხვა;
სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა; - ვალდებულებების ( იპოთეკა, ობლიგაციები, ლიზინგი, განვადებები) აღრიცხვა;
- კომპანიების აღრიცხვა;
- ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება.
პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:საწარმოთა ბუღალტერიის წარმართვას, როგორც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს), ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2008 წლის 25 ნოემბერი.
მიღება მიმდინარეობს როგორც საღამოს, ასევე დღის ჯგუფისათვის.
კურსის ხანგრძლივობა: ოთხი თვე
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ; დღის ჯგუფისათვის 15:00-დან 17:45-მდე; ხოლო საღამოს ჯგუფისათვის 18:30-დან 21:15-მდე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2008 წლის 25 ნოემბერი.
მიღება მიმდინარეობს როგორც საღამოს, ასევე დღის ჯგუფისათვის.
კურსის ხანგრძლივობა: ოთხი თვე
მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ; დღის ჯგუფისათვის 15:00-დან 17:45-მდე; ხოლო საღამოს ჯგუფისათვის 18:30-დან 21:15-მდე.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს