GE
პრაქტიკული ბუღალტერიის სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 900 ლარი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პრაქტიკული ბუღალტერიის სასერტიფიკატო კურსზე.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრაქტიკული ბუღალტერიის სასერტიფიკატო კურსის პროგრამა დაფუძნებულია საქართველოში სამოქმედოდ შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:
  • ანგარიშთა გეგმას
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების შესწავლას
  • მოქმედი გადასახადების გაანგარიშებას
  • დეკლარაციების შევსებას
  • ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის შედგენის შესწავლას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობა და კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება
  • სამეწარმეო, საგადასახადო და შრომის კანონმდებლობასთან მუშაობას
  • პრაქტიკულ ბუღალტერიასთან მიმართებაში ყველა ნორმატიულ აქტებთან, განკარგულებებსა და ბრძანებებთან მუშაობის შესწავლას, ქეისების, ტესტების, ამოცანებისა და მაგალითების განხილვას
  • აღრიცხვისა და ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს
  • საგადასახადო კანონმდებლობის უახლესი ცვლილებების გათვალისწინებით პრაქტიკული ქეისების განხილვას
  • ბიზნეს გეგმის შედგენის საფუძვლებს - კურსით მიღებული ცოდნის გაღრმავებისთვის
  • "ORIS" პროგრამის შესწავლას.
ჩვენთან მეცადინეობის უპირატესობები:
  • ლექციები დაფუძნებულია პრაქტიკული ამოცანების, სავარჯიშოებისა და საქართველოში მოქმედი კონკრეტული საწარმოს მაგალითების განხილვაზე
  • მსმენელი შეისწავლის პრაქტიკაში გამოყენებული ბუღალტრული ოპერაციების მოწესრიგებას და მართვას, ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაციის შედგენას
  • მცირერიცხოვანი, ოპტიმალური რაოდენობის, ჯგუფების მსმენელთა მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება.
მიზნობრივი ჯგუფები:
  • დამწყები ბუღალტრები, ვისაც არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება ბუღალტრული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებით წარმოების სფეროში
  • დაინტერესებული პირები, ვისაც სურვილი აქვს ხარისხიანად და სწრაფად შეისწავლოს ბუღალტრული აღრიცხვა და გაიუმჯობესოს თავისი ცოდნა აღნიშნულ სფეროში
  • სხვადასხვა დონის პრაქტიკოსი მენეჯერები.
საბოლოო შედეგი:

პროგრამის წარმატებულად დასრულება საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, შეიძინოს თანამედროვე და მრავალმხრივი, პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული განათლება პრაქტიკული ბუღალტერიის სფეროში. ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლებენ დამოუკიდებლად აწარმოონ და აღრიცხონ პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტაცია, საგადასახადო დეკლარაციების შევსება.

კურსის ხანგრძლივობა- 8 კვირა, 51 საათი
დღეები: ორშაბათი 19:00-22:00 სთ და შაბათი 18:00-21:00 სთ
სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე
სწავლის საფასური - 900 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა)
სწავლა იწყება 11 დეკემბერს.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://gau.ge/ge/study-programs/certificate-courses/accounting
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები