GE
ბუღალტრული აღრიცხვისა და ORIS-ის შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 150 ლარი
,,ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება ბუღალტრული აღრიცხვის და საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის შესასწავლად საერთაშორისო სტანდარტებით და გთავაზობთ ფასდაკლებას მხოლოდ ჩვენთან:
 
კურისი მოიცავს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებს და ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე შეისწავლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხები. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო დაბეგვრის  შესწავლით. კურსის შესწავლის შედეგად მსმენელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად.
 
კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები
კურსი მოიცავს: 24 გაკვეთილს; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 3-ჯერ, 1.30 – 2.00 საათი (მეცადინეობები გრაფიკის შერჩევა მოხდება მსმენელის სურვილისამებრ)
 
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი
კურსის საწყისი ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 380 ლარს და ფასდაკლებით 150 ლარს
კურსის საწყისი ღირებულება ინდივიდუალურად შეადგენს: 500 ლარს
სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).
 
სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.
 
პროგრამა:
  • ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი: 1. სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი და მნიშვნელობა; 2. სამეურნეო აღრიცხვის სახეები; 3. ბუღალტრული აღრიცხვის არსი და მიზანი.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი: 1. ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, მისი ობიექტები; 2. ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი და მისი ელემენტები.
  • ანგარიშთა სისტემა და ორმაგი ჩაწერა: 1. ბუღალტრული ანგარიშები და მათი დახასიათება; 2. ორმაგი ჩაწერის არსი; 3. საერთაშორისო სტანდარტი.
  • ფინანსური ანგარიშგების არსი და ხარისხობრივი მახასიათებლები: 1. პირველადი დაკვირვება, დოკუმენტაცია და ინვენტარიზაცია; 2. ცვეთა და ამორტიზაცია.
  • ფულადი საშუალებების აღრიცხვა: 1. ფულადი საშუალებების ორგანიზაცია; 2. სალაროს ოპერაციების აღრიცხვა.
  • მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა: 1. მოთხოვნების არსი და კლასიფიკაცია; 2. მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა; 3. გრძელვადიანი მოთხოვნების აღრიცხვა.
  • მიმდინარე და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა: ინვესტიციები, სესხები, ლიზინგი, ობლიგაცია და სხვა.
  • სასაქონლო – მატერიალური მარაგების აღრციხვა, დაუმთავრებელი წარმოება: 1. სასაქონლო – მატერიალური მარაგების არსი, კლასიფიკაცია, შეფასება და აღრიცხვა; 2. სასაქონლო – მატერიალური მარაგების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები და გადაფასება; 3. დაუმთავრებელი წარმოების აღრიცხვის მეთოდი.
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა: ლიცენზია, გუდვილი, როიალტი და სხვა.
  • საგადახდო დავალებები, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ): 1. საგადასახადო ვალდებულებების არსი და შესრულების პრინციპები; 2. დღგ – ს გადასახადის არსი და პრინციპები; 3. დღგ როგორც ამოღებას დაქვემდებარებული გადასახადი.
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა: მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი, ქონების გადასახადი.
  • კომპანიის ფინანსური შედეგის გაანგარიშება: მოგება-ზარალი.
  • ბრუნვითი უწყისი.
  • ბალანსის შედგენა.
  • ფულადი სახსრების უწყისი (Cash Flow).
  • კაპიტალის აღრიცხვა.
  • დეკლარაციების მომზადება.
 
საბუღალტრო პროგრამა ORIS:
  • ახალი ორგანიზაციის  შექმნა.
  • ანგარიშთა  გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთები.
  • ბანკების, ორგანიზაციების, თანამშრომლების დამატება.
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების  აღრიცხვა.
  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა.
  • ხელფასები, ხელფასის დარიცხვის გატარებები, ხელფასის  უწყისის მომზადება.
  • ვალუტა და საკურსო სხვაობა.
  • ბრუნვითი უწყისი, ბალანსი, მოგება  ზარალის  უწყისი.
ბუღალტერიის შესწავლის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები