GE
ბუღალტრული აღრიცხვისა და ბალანსის შემსწავლელი კურსი
საგანმანათლებლო ცენტრი "ცოდნა" გთავაზობთ ბუღალტული აღრიცხვისა და ბალანსის შემსწავლელ კურსებს.
პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი და ადგილი საწარმოს მართვის ინფორმაციულ სისტემაში;
  • საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი ცვლილებების აღრიცხვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები;
  • ბუღალტრული ინფორმაციის მომხმარებლები;
  • ბუღალტრული არრიცხვის სახეები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირიტადი პრინციპები;
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა;
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
  • გაყიდვების აღრიცხვა;
  • სახელფასო პოლიტიკა და ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • საშემოსავლო გადასახადების დეკლარაცია;
  • სალაროს ოპერაციები;
  • ბანკის ოპერაციები;
  • მოთხოვნის აღრიცხვა და შედარებების ჩატარება;
  • ვალდებულებების აღრიცხვა და შედარებების ჩატარება;
  • საბუღალტრო რეგისტრების ფორმირება;
  • საცდელი ბალანსი;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია, მოგების და ზარალის ანგარიშგება;
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
  • შემაჯამებელი მუშაობა (პრაქტიკის ანგარიშის მომზადება).
თეორიული კურსის პარალელურად უფასოდ შეისწავლება კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა OEIS - ი.
სწავლის პროცესის სრულყოფისათვის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან უახლესი საკანონმდებლო აქტებით, სამუშაო მასალით, სასწავლო წიგნებითა და მეთოდური ლიტერატურით.
სწავლის ხანგრძლივობა 2 თვე.
წარმატებული მსმენელები გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებების მთავარ ბუღალტრებთან.
მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად. კურსის დასრულებისას ტესტური გამოცდის საფუზველზე გაიცემა  ორენოვანი, ლიცენზირებული  საერთაშორისო სერტიფიკატი.
ცენტრი ურთიერთობს სხვადასხვა დასაქმების სააგენტოებთან, სადაც  I (საუკეთესო) კატეგორიის მქონე მსმენელებს გაუწევს რეკომენდაციებს დასაქმებისათვის. იქედან გამომდინარე, რომ ბუღალტერის პროფესია ერთერთი  პოპულარული და მოთხოვნადია.
ჩვენი ცენტრის მიზანია, რომ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მსმენელებმა მიიღონ მაქსიმალური და სრულყოფილი ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ და მოახდინონ ცოდნის რეალიზაცია დასაქმების თვალსაზრისით.
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად და განვადებით. პირველი ლექცია ტარდება უფასოდ.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტაციის საფუძველზე, რეგისტრაციისთვის შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები