GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ტურიზმის ბიზნესი (მაინორი)
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა:
 
კრედიტების რაოდენობა: 60 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ნიკო კვარაცხელია; საკონტაქტო ნომერი: 599 16 80 20 
 
ტურიზმის ბიზნესის დამატებითი პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №784 გადაწყვეტილებით.
 
ტურიზმის ბიზნესის დამატებითი სპეციალობის პროგრამა ქართული უნივერსიტეტის  სტუდენტს აძლევს საშუალებას, ძირითად სპეციალობასთან ერთად, მიიღოს ცოდნა ტურიზმის სფეროში, შეისწავლოს პროფესიული მართვა, კულტურული და რელიგიური ტურისტული პროდუქტის შექმნისა და რეალიზაციის ტექნოლოგიები, განივითაროს ანალიზისა და კვლევის უნარები. დამატებითი სპეციალობის არჩევა გაზრდის  კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე და ხელს შუწყობს მის დასაქმებას.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები:
 
ტურიზმის დამატებითისპეციალობისპროგრამის  მიზანია, სტუდენტს მისცეს  საბაზისო ცოდნა კულტურულ ტურიზმსა და ზოგადად ტურიზმის საფუძვლებში;  შეასწავლოს ტურიზმის სფეროს პროფესიული მართვის, ანალიზისა და კვლევის საბაზისო უნარები, ძირითადი ელემენტები;  კულტურული და რელიგიური ტურისტული პროდუქტის  შექმნისა და რეალიზაციის ტექნოლოგიები;  ტურიზმის  დამატებითი სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ, ბაკალავრს შეუძლიადასაქმდეს: ტურისტულ კომპანიებში, საკურორტო ობიექტებზე, სახელმწიფო  და კომერციული  სექტორის ტურისტულ ორგანიზაციებში  საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერის პოზიციებზე, კულტურული ტურიზმის მიმართულებით.
 
ტურიზმის დამატებითი პროგრამის სწავლის შედეგები:
 
ცოდნა და გაცნობიერება: ტურიზმის ძირი­თა­დი პრინ­ცი­პების, ტერმინოლოგიის  ცოდნა; ტურისტული ორგანიზაციის მიზანთა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის სტრა­ტე­გი­ი­ს­ა და ტაქტიკის ფორმირების ძირითადი პრინციპების გააზრება; მენეჯმენტის საფუძვლების, ორგანიზაციული კულტურის ელემენტების ფლობა; ტურიზმის მემენჯმენტისა და მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა; ტურისტული საწარმოს ფუნქციონირების თავისებურებათა ცოდნა; კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ცოდნის დემონსტრირება; კულტურული ტურიზმის არსის, განვითარებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; კულტურული ტურიზმის სფეროსათვის დამახასიათებელი პროექტების, პროგრამების შედგენისა და მართვის პრინციპების გაცნობიერება რელიგიური ტურიზმის მნიშვნელობა და მისი ფუნქციონირების თავისებურებათა გააზრება; სამუზეუმო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
ტურისტული ორგანიზაციის საქმიანობაში  მონაწილეობა  და  სამუშაოს შესრულება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; ტურისტული ფირმის/საწარმოს საქმიანობის მექანიზმების პრაქტიკულიგამოყენება მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; მონაწილეობა ტურისტული პროდუქტის, მათ შორის კულტურული და რელიგიურ-მომლოცველობითი ტურების შედგენასა და განხორციელებაში; ტურიზმის ბიზნესში მომსახურების მიმწოდებლებთან ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უნარი; კულტურული ტურების კონკ­რე­­ტუ­­ლი ბიზნეს-პროექტების და ბიზნეს-სტრა­ტეგიების  განხორციელებაში მონა­წილეობა;
 
დასკვნის უნარი: ტურიზმისა სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზისა და პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა დაშეფასება; ტურიზმთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/მასალის გაანალიზება, შეფასება, შეპირისპირება და  განზოგადება; რელიგიური ტურიზმის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების, შედარებით ფართოდ გავრცელებული რელიგიების ტერიტორიული საზღვრების გაანალიზება და დასკვნის გამოტანა; ტურისტული საწარმოს საქმიანობის  განმსაზღვრელი ფაქტორების შეაფასება; ტურისტული პროდუქტის, მათ შორის კულტურული ტურის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი და კონკურენტუნარიანი ტურის ფორმირება და შეთავაზება  სამომხმარებლო ტურისტულ ბაზარზე;
 
კომუნიკაციის უნარი: ორგანიზაციის საქმიანობის სა­კით­ხებთან დაკავშირებული წერილობით მოხსენების ან/და პრო­ექ­ტის მომზადება და ზეპირი პრეზენტაცია;გუნდური მუშაობისა და ჯგუფში მუშაობის უნარი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; რეფერატული სახის ნაშრომის მომზადება და მისი პრეზენტაცია; პრეზენტაციის სტილის გამომუშავება; პროფესიულ მოლაპარაკებასა და კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა;
 
სწავლის უნარი: დამატებით სპეციალობაში შემავალი დისციპლინებში საკუთარი სწავლის პროცესის წარმართვა თეორიული წყაროებისა თუ ინფორმაციული რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი ცოდნის დონის შეფასება და მისი გაღრმავების მიზნით შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა; ტურიზმის სფეროს სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობა.
 
ღირებულებები: სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მზაობა;ეთიკურინორმებისდაცვა; სამართლებრივ, ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობა ტურისტულ ორგანიზაციაში და საზოგადოებაში; პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკის, მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპების  დაცვა; კულტურულ ტურიზმში არსებული რესურსისა დაღირებულებების ფორმირებისა და შეფასების უნარი.
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. შენიშვნა: დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში. 
  • (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები