ტელ.: (+995) 32 214 90 50 • 551 40 42 40 • 595 40 47 48
ელფოსტა: newgen.ge@gmail.com
თბილისი, ალ. ყაზბეგის 26 (დელისთან)
ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი“ გთავაზობთ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების-ტურიზმის სფეროს დარგში კადრების მომზადებას კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეალურ შანსს, რომ მიიღოთ სრულყოფილი ცოდნა ტურიზმის სფეროში საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და მართვის კუთხით. პროგრამის შესწავლის პროცესში გეძლევათ საშუალება თვალსაჩინო მასალის ფონზე თავად ჩაერთოთ სასტუმროსთვის დამახასიათებელ ძნელად სამართავ პროცესებში, ეძებოთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპით, რაც საშუალებას გაძლევთ სწორად მართოთ თქვენი პროფესიული და წარმატებული კარიერული წინსვლა.
კურსს უძღვება ელენე ქურდაძე: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური პრაქტიკოსი მენეჯერი სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების ინდუსტრიაში.
ტრენინგის გავლა შესაძლებელია ონლაინ ან ადგილზე შესწავლით.
კურსი მოიცავს:
- სასტუმროს მენეჯმენტის ზოგადი მიმოხილვა
- ტურიზმი და სასტუმროს სფეროს საქმიანობა
- სასტუმროს მარკეტინგული მართვა
- სასტუმროს ბიზნესის განვითარების ეტაპები
- სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მონიტორინგი და ხარისხის მართვა
- სასტუმროს კლასიფიკაცია
- თანამედროვე სასტუმროების ძირითადი სამსახურები, მათი მოვალეობები და მომსახურების ხარისხის მართვა
- საოჯახო სასტუმროების, მცირე და დიდი ზომის სასტუმროების მართვა
- დაჯავშნის გლობალურ-ელექტრონული სისტემები
- სტუმრების განთავსების გეგმის შედგენა (სტუმრების მომსახურების ზედამხედველობა, მიღება-განთავსება, კვება, უსაფრთხოება)
- სასტუმროს პერსონალის მართვის მეთოდები და სტილი
- სასტუმროს ცალკეული განყოფილებების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები (შვეიცარი, ბელბოი, კონსიერჟი და სხვა).
- სასტუმროს მენეჯერისა თუ ლიდერის როლის სწორად მორგება კლიენტთან ურთიერთობაში.
- მომსახურების როლის წარმმართველი როლი სასტუმროს ბიზნესის წარმატებაში
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა სასტუმრო ინდუსტრიაში
- სასტუმროს ოპერაციული პროცესები და ტექნოლოგიური ციკლი
- პრობლემური სიტუაციების მართვა
- სიტუაციური ვიდეო მასალების ჩვენება
- კონკურენცია სასტუმროს ბიზნესში
კურსის ღირებულება: 300 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 სთ.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა- სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ