GE
კომერციულ ბანკებში და სხვა საფინანსო დაწესებულებებში სამუშაო კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 250 ლარი
კომერციულ ბანკებში და ასევე სხვა ფინანსურ დაწესებულებებში გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ოპერციების შესასრულებლად.
გამომდინარე აქედან, საკმაოდ აქტუალურია ამ პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და იმ დაინტერესებულ პირთა ეფექტური მომზადება, რომლებიც აღნიშნულ სფეროში აპირებენ ოპერირებას.

პროგრამის მიზანია მოლარე ოპერატორების და ანგარიშთა მენეჯერების იმ კონკრეტული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელთა საფუძველზე ისინი საუკეთესოდ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

სარგებელი: მონაწილეები შეისწავლიან ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამულად  წარმოების წესებს და პრაქტიკულ განხორციელებას.

მონაწილეები გაეცნობიან უნაღდო ოპერაციების შესრულების წესებს პროგრამული უზრუნვეყოფის მეშვეობით და მათ პრაქტიკულ განხორციელებას.
მონაწილეები გაითავისებენ პასუხისმგებლობას და მათ როლს პროგრამული სისტემის გამართულ გამოყენებაზე.

მონაწილეები:
ყველა მსურველი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს კომერციულ ბანკებში და სხვა საფინანსო დაწესებულებებში ანგარიშის მენეჯერის, მოლარე-ოპერატორის პროფესიის დაუფლება.
 
ხანგრძლივობა: 25 აკადემიური  საათი (10 დღე). დღეში 2,5 საათი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები