GE
ბუღალტერია ნულიდან - დამწყებთათვის

საწავლო ცენტრი აიელსი 15 წელია  საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, ნაციონალური რეიტინგების კავშირის კვლევის შედეგად 2-ჯერ მოვიპოვეთ ჯილდო: 2017-წელს ვერცხლი,2018 - ოქრო. ეს ჯილდო ჩვენი მასწავლებლების დამსახურებაა.

ჩვენთან პედაგოგების მაღალკვალიფიციური გუნდია, არის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზა

მოკლე კურსი (ბუღალტრული აღრიცხვა + ფინანსური აღრიცხვა + საგადასახადო კოდექსი + დეკლარაციების შევსების ტექნიკა )
ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას - 
ვისაც შეხება არ ჰქონია ამ სფეროსთან და ვისაც ჰგონია, რომ მათემატიკის არცოდნა ბუღალტრობისთვის გადაულახავი ბარიერია, სასწავლო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა გადაწყვიტა ბუღალტრის პროფესიის დაუფლება, მიუხედავად ასაკისა და ძირითადი პროფესიისა კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ ბუღალტრული დოკუმენტაციის სწორად წაკითხვა.

ჩვენი კურსი წარმოადგენს პროფესიონალურ ტრენინგს, რომელიც მიმართულია ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად მაღალი ხარისხის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ცოდნის მიწოდებაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ აწარმოოთ მარტივი და პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოგება-ზარალის ანგარიში სამეურნეო საქმიანობის კონკრეტული სპეციფიკიდან გამომდინარე, საგადასახდო დეკლარაციებისა და ფორმების შევსება  და სხვა საკითხები.

  • კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ფინანსური ანგარიშგება და მისი შემადგენელი ელემენტები
  • ბალანსი
  • ლიკვიდურობა
  • ბუღალტრული ანგარიშები
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი
  • საცდელი ბალანსის შედგენის წესი
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება და მისი შედგენის თანმიმდევრობა
  • ცვლილებების ასახვა შემოსავლებსა და ხარჯებზე
  • მარაგების გაყიდვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების გადატანა მოგება-ზარალის ანგარიშზე
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა
  • დაუმთავრებელი წარმოება
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრა
  • სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
  • ბუღალტრული ანგარიშგების დანიშნულების მოკლე განმარტებები
  • შემაჯამებელი ამოცანები

გამოიყენეთ შანსი - სპეციალურად თქვენთვის ეს კურსი მოამზადა საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიწვეულმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესპრმა,მრავალფეროვანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურმა სპეიალისტმა: ია გოდერძიშვილმა 

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი 
კურსის ღირებულება: 300 ლარი. 
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5-2 საათი (კვირაში 2-ჯერ)
 
მობრძანდით ILC-ში! ენდეთ პროფესიონალებს!
დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!  კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები