GE

აღმაშენებლის ხეივანი 2, მე–13 კმ.           ტელ: +995 (32) 259 50 05/06/07
თბილისი, საქართველო                             ელ–ფოსტა: training@ibsu.edu.ge
                                                                         ვებ–გვერდი: http://ibsu.edu.ge
                                                                         ფეისბუქი: http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge  

მეტი
შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგ-კურსი
ღირებულება: 380 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვაში ტრენინგ-კურსებს.
 
ტრენინგის შესახებ:
შრომის უსაფრთხოება და ორგანიზაციაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საწარმოს პრეროგატივა უნდა იყოს. ტრენინგი ემსახურება კომპანიის ხელმძღვანელ პირებისათვის ცნობიერების დონის ამაღლებასა და გაცნობას თუ რა საფრთხეებს შეიცავს ის პროფესია, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ასრულებს. მოხდეს რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.
 
ტრენინგის მიზანი: ნებისმიერ საწარმოში ჩამოყალიბდეს პროფესიული უსაფრთხოებისადა ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, შიდამარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა. მოხდება რეალურიქეისების განხილვა და მათზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
 
ტრენინგი განკუთვნილია: საწარმოს ტექნიკური დირექტორებისათვის, იურისტები, ადამიანური რესურსების მენეჯერები, HSE მენეჯერები და სხვა საშუალო დონის წარმომადგენლები.
 
თემატიკა:
  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;
  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის პრევენცია;
  • რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
  • შემთხვევების პრევენცია და ანგარიშგება
  • დასაქმებულთა მოტივაცია: ლიდერობა და ხელმძღვანელობა;
  • სამუსაოს წარმოების ნებართვები;
  • პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;
  • უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სიგნალიზაცია;
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
  • შიდა საწარმოო საევაკუაციო გეგმა;
  • ერგონომიკა;
  • საშიში ნივთიერებები;
  • სპეციალური სამუშაოები;
  • ხანძარი და აფეთქება;
  • დახურული სივრცე;
  • ინსტრუმენტები, მანქანები და მოწყობილობები;
  • ამძრავი, აწევა და ტვირთის გადატანა;
  • სიმაღლეზე მუშაობა;
  • ელექტროობა;
  • რადიაცია;
  • ადამიანის კუნთოვანი კვანძების დარღვევა და მათი პრევენცია;
  • ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
  • ძალადობა და სექსუალური ზემოქმედება სამუშაო ადგილებზე.
ტრენერი: მიხეილ კორძახია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის სამართლისა და სამუშაოზე პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 23 აპრილი
ანაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 22 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ. სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მაისი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები