GE
მასტერკლასი ფრჩხილის მოდელირებასა და დიზაინში
ღირებულება: 100 ლარი
საქართველოს სალონების ფედერაცია და პივოტ-პოინტ აკადემია ერთობლივი პროექტის ფარგლებში გთავაზობთ მასტერკლასს ფრჩხილის მოდელირებასა და დიზაინში.  
 
თეორიული და პრაქტიკული კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ჩაატარონ პრაქტიკული სამუშაოები ტრენერის ზედამხედველობით. (სამუშაო მასალებსა და ატრიბუტიკას უზრუნველყოფს ორგანიზაცია).
 
სემინარს ჩაატარებს მსოფლიო ფედერაციის (OMC) სერთიფიცირებული მსაჯი და რუსეთის ოფიციალური ნაკრების საერთაშორისო კლასის ოსტატი ფრჩხილის მოდელირებასა და დიზაინში, ელენა ბეინიკი.
 
გაიცემა ორი სერთიფიკატი
 
ფასი - 100 ლარი
სემინარი გაიმართება: 12 ივლისი, 12 სთ. პივოტ პოინტ აკადემიის დარბაზში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა ან დაუკაშირდით აკადემიას ზემოთ მითითებულ ნომრებზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები