GE
Adobe Premiere Pro - მონტაჟის რეჟისურა

სმარტ აკადემია გთავაზობთ Adobe Premiere Pro -ს კურსს.

სასწავლო კურსის მიზანია, რომ სტუდენტმა შეძლოს ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და დამონტაჟება, შეისწავლოს მონტაჟის ძირითადი პრინციპები, გაეცნოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და გახდეს კონკურენტუნარიანი.

კურსს გაუძღვება დავით აბუთიძე არის ტელერეჟისორი, სფეროში მოღვაწეობის 11 წლიანი გამოცდილებით. დავითი იყო GDS-ის პრომო განყოფილების მონტაჟის რეჟისორი და TV IMEDI-ს პრომოს რეჟისორი. 2016 წლიდან ის მუშაობს ისეთ მეგაშოუებზე, როგორებიცაა: „რანინა“, „მასტერშეფი“, „საქართველოს ვარსკვლავი“ და „ნიჭიერი“. პარალელურად კი, თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან და სარეკლამო სააგენტოებთან. 2020 წლიდან ის ასწავლის მონტაჟის რეჟისურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვას და დამონტაჟებას
  • დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ტელევიზიაში, კომპანიაში ან სარეკლამო სააგენტოში და შექმნან ეფექტური და თანამედროვე ვიდეო რგოლები

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები