GE
After Effects - Motion Design

სმარტ აკადემია გთავაზობთ After Effects - Motion Design-ის კურსს.

კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

სალექციო კურსს გაუძღვება ლევან ზაზარაშვილი. ლევან ზაზარაშვილი  Adjarabet.com-ში მოუშენ დიზაინერია. სფეროში 6 წლიანი მუშაობის განმავლობაში, უმუშავია და უთანამშრომლია Bank Of Georgia, Crediton.ge, Leavingstone, Watergunz და სხვა კომპანიებთან თუ სააგენტოებთან. 2018 წელს გახდა GIPA-ს Portfolio Review -ს გამარჯვებული, ამავე წელს მისი პროექტი ანიმირებული ქართული ანბანი ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • ანიმაციის ძირითადი პრინციპები
  • ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა
  • განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობა და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირება

კურსის მსმენელებს შეეძლებათ: 

  • 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება
  • დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, კომპანიაში ან სარეკლამო სააგენტოში და შექმნან ეფექტური და თანამედროვე ანიმაციური ვიდეო რგოლები

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები