GE
ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელი კურსი
კურსს უძღვება გამოცდილი სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 18 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ, 1.30 – 2.00 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).
მეცადინეობა ჩატარდება მცირე რიცხოვან ჯგუფში 5-8 კაციან ჯგუფებში

აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დონის მქონე მსმენელისათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე ბუღალტრებისათვის.

თეორიული, პრაქტიკული ბუღალტერია:
გთავაზობთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით. კურსი მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხებს, აგრეთვე, "ორის"-ს და ,,ინფო“ საბუღალტრო პროგრამას (ლიცენზირებული ვერსია).

პროგრამა:
  • ლიკვიდური აქტივების აღრიცხვა;
  • ფიქსირებული აქტივების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (ლიცენზია, გუდვილი, როიალტი და სხვ.)
  • ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა;
  • მიმდინარე და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა; (ინვესტიციები, სესხები, ლიზინგი, ობლიგაცია და სხვ.);
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა (მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი, ქონების გადასახადი);
  • საგადასახადო კალენდარი და დეკლარაციების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური შედეგის გაანგარიშება (მოგება-ზარალი);
  • ბრუნვითი უწყისი;
  • ბალანსის შედგენა;
  • ფულადი სახსრების უწყისი (Cash Flow);
  • კაპიტალის აღრიცხვა.
კურსის მიმდინარეობისას მსმენელი, ხელმძღვანელის მითითებით, თვითონ ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა.

გიარეთ ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი და დასაქმდით თქვენთვის სფეროში.
გისურვებთ წარმატებას!


ORIS ან INFO პროგრამის შემსწავლელი კურსი:
კურსს უძღვება გამოცდილი სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე. კვირაში 2-ჯერ , 1.30 საათი
კურსის ღირებულება: 79 ლარი
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე).

გთავაზობთ სპეციალურ კურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ORIS - ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • ანგარიშთა  გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთები
  • ბანკების, ორგანიზაციების, თანამშრომლების დამატება
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა
  • ხელფასები, ხელფასის დარიცხვის გატარებები, ხელფასის  უწყისის მომზადება
  • ვალუტა და საკურსო სხვაობა
  • ბრუნვითი უწყისი, ბალანსი, მოგება ზარალის უწყისი
კურსის მიმდინარეობისას მსმენელი, ხელმძღვანელის მითითებით, თვითონ ახორციელებს ყველა საჭირო გატარებას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განტავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები