GE
ბუღალტრულ აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით და უფასო სტაჟირება
ღირებულება: 450 ლარი
სასწავლო კურსის აღწერა:
  • ბუღალტრული აღრიცხვა სწავლობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პირველადი აღრიცხვის სფერო, საწარმოში მომხდარი ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი რეგისტრებში ასახვა, რაც ესოდენ აუცილებელია ყველა საწარმოს ეფექტურად მუშაობისათვის. იგი შეისწავლის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებას. ფინანსური ინფორმაციის ძირითადი არსი და მთავარი მიზანი არის საწარმოს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობისა და წარსული საქმიანობის შედეგების გადმოცემა. აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება მის მომხმარებლებს დასახოს მიზანი და სწორი მოქმედების გეგმა.
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები საშუალებას იძლევა ამაღლდეს ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მაჩვენებლები და ეკონომიკური ინფორმაცია მისი მომხმარებლისათვის უფრო საიმედო და ობიექტური გახდეს. კურსის შესწავლის შედეგად შემსწავლელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად.
სრული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
  1. ბუღალტრული აღრიცხვა. მისი არსი და ადგილი მართვის სისტემაში;
  2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
  3. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება; ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
  4. სამეურნეო სუბიექტებში ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  5. ანგარიშების როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში;
  6. ბუღალტრული ბალანსი; ბუღალტრული ანგარიშები, ორადი ასახვა;
  7. პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია; სააღრიცხვი რეგისტრები და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები;
  8. სააღრიცხვო პოლიტიკა; ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების ისტორია;
  9. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  10. იჯარის აღრიცხვა;
  11. სასაქონლო მატერიალური მასალების აღრიცხვა;
  12. მოთხოვნების აღრიცხვა;
  13. ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტის აღრიცხვა;
  14. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  15. ვალდებულებების აღრიცხვა;
  16. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  17. საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა;
  18. ფინანსური ანგარიშგება.
სრული კურსის ბოლოს, ტესტირების შედეგად, გაიცემა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი ტრენინგ-ცენტრი “ELCml”-ის მიერ; სერთიფიკატი სტაჟირების შესახებ; რეკომენდაცია მოთხოვნისამებრ.

ტრენერი: თამარ ეხვაია, საბუღალტრო მომსახურეობის ორგანიზაციის “კრეატივ ბალანსი”-ს ხელმძღვანელი.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 36 ლექცია ( 54 საათი).

სრული კურისის ღირებულება: 450 ლარი (ღირებულებაში შედის სერთიფიკატის და სახელმძღვანელოს ხარჯები).

სტაჟირება უფასოა!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!

ტრეინინგ-ცენტრი ELCml გისურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები