ბუღალტრულ აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით
ღირებულება:
450
ლარი
სასწავლო კურსის აღწერა:
- ბუღალტრული აღრიცხვა სწავლობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პირველადი აღრიცხვის სფერო, საწარმოში მომხდარი ოპერაციების დოკუმენტური გაფორმება და მათი რეგისტრებში ასახვა, რაც ესოდენ აუცილებელია ყველა საწარმოს ეფექტურად მუშაობისათვის. იგი შეისწავლის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებას. ფინანსური ინფორმაციის ძირითადი არსი და მთავარი მიზანი არის საწარმოს მიმდინარე ფინანსური მდგომარეობისა და წარსული საქმიანობის შედეგების გადმოცემა. აღნიშნული ინფორმაცია ეხმარება მის მომხმარებლებს დასახოს მიზანი და სწორი მოქმედების გეგმა.
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები საშუალებას იძლევა ამაღლდეს ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მაჩვენებლები და ეკონომიკური ინფორმაცია მისი მომხმარებლისათვის უფრო საიმედო და ობიექტური გახდეს.
- კურსის შესწავლის შედეგად შემსწავლელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად.
სრული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ბუღალტრული აღრიცხვა. მისი არსი და ადგილი მართვის სისტემაში;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
- ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება;
- ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
- სამეურნეო სუბიექტებში ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
- ანგარიშების როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში;
- ბუღალტრული ბალანსი;
- ბუღალტრული ანგარიშები, მეორადი ასახვა;
- პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია;
- სააღრიცხვი რეგისტრები და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები;
- სააღრიცხვო პოლიტიკა;
- ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების ისტორია;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- იჯარის აღრიცხვა;
- სასაქონლო მატერიალური მასალების აღრიცხვა;
- მოთხოვნების აღრიცხვა;
- ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტის აღრიცხვა;
- საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
- ვალდებულებების აღრიცხვა;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა;
- ფინანსური ანგარიშგება;
- პრაქტიკა, დოკუმენტებზე მუშაობა.
აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია როგორც დამწყები, ასევე, მოქმედი ბუღალტრებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება.
ტრენერი: მაია გაგოშიძე.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 36 ლექცია (48 საათი).
სრული კურსის ღირებულება: 450 ლარი (ღირებულებაში შედის სერთიფიკატის და სახელმძღვანელოს ხარჯები).
პირველი 4 ლექცია ჩატარდება უფასოდ!
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
ტრენერი: მაია გაგოშიძე.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 36 ლექცია (48 საათი).
სრული კურსის ღირებულება: 450 ლარი (ღირებულებაში შედის სერთიფიკატის და სახელმძღვანელოს ხარჯები).
პირველი 4 ლექცია ჩატარდება უფასოდ!
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს