GE
ბუღალტერია, საგადასახადო საქმე + 3 თვიანი სტაჟირება 87 ლარად
ღირებულება: 87 ლარი
საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია FSG და მასთან არსებული სასწავლო ტრენინგ ცენტრი აცხადებს კონკურსს გრანტის მოსაპოვებლად.
 
გრანტი: ფინანსური აღრიცხვის კურსი IFRS სტანდარტების მიხედვით
  • გრანტის ტიპი: 70% (ღირებულება 87 ლარი) სულ 3 მსმენელი
  • გრანტის ტიპი: 35% (ღირებულება 188 ლარი) სულ 7 მსმენელი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ:
  • საუკეთესო 3 სტუდენტი მიიღებს 100% გრანტს შემდეგი კურსის გასავლელად.
  • ყველა დანარჩენი  25%  გრანტს
სტაჟირების მსურველთათვის: ორივე კუსის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო 3 მსმენელი დაიწყებს სტაჟირებას.
 
დეტალური ინფორმაცია: 
საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია FSG და მასთან არსებული სასწავლო ტრენინგ ცენტრი საშუალებას აძლევს საფინანსო სფეროში (აუდიტი, ბუღალტერია) კარიერის დაწყების მსურველებს მიიღონ სრულყოფილი, კვალიფიციური ცოდნა ფინანსურ აღიცხვასა (IFRS სტანდარტების მიხედვით) და საგადასახადო საქმეში, ამასთან გაიარონ უფასო 3 თვიანი სტაჟირება და დასაქმდნენ კვალიფიკაციის მიხედვით.
 
კურსს წარუძღვება – დავით ლომსაძე, FSG -ს დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი ექსპერტი. წლების მანძილზე მუშაობდა კერძო აუდიტორად და ფინანსურ კონსულტანტად, იყო „Sibley international“ – ის და ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის „ბაფ“ – ის მთავარი ექსპერტი. დავით ლომსაძემ დიდი წვლილი შეიტანა “ფასს“ – ის (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) დანერგვაში.
 
კურსი შედგება 4 ეტაპისგან:
 
1. საკვალიფიკაციო ტესტირება უნარ–ჩვევების მათემატიკურსა და ლოგიკურ ნაწილში: საუკეთესო შედეგის მქონე პირველი 3 აპლიკანტი მიიღებს 70%, ხოლო მომდევნო 7 – 35% ფასდაკლებას ფინანსური აღრიცხვის კურსზე. ტესტირება ტარდება ყოველ კვირა დღეს 12:00–ზე და 14:00–ზე.
 
2. ფინანსური აღრიცხვის კურსი IFRS სტანდარტების მიხედვით: ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების, ინვესტიციების, დებიტორული დავალიანების, სათამასუქო მოთხოვნის, გრძელვადიანი კონტრაქტების, სასაქონლო მარაგების, ფინანსური და საოპერაციო ლიზინგის, სასესხო ფასიანი ქაღალდების(ობლიგაციები), სათამასუქო ვალდებულების და აქციონერთა კაპიტალის აღრიცხვის შესწავლა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (ფასს-IFRS).
კურსის ხანგრძლივობა: 24 სთ.
კურსის ღირებულება: 290 ლარი.
კურსის დასასრულს ჩატარდება გამოცდა და თითოეულ მსმენელს გადაეცემა ქულის შესაბამისი ორენოვანი (ქართულ–ინგლისური) სერთიფიკატი. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პირველი 3 სტუდენტი საგადასახადო საქმის შემსწავლელ კურსს გაივლის უფასოდ, ყველა დანარჩენი კი მიიღებს 25% ფასდაკლებას.
3. საგადასახადო საქმის შემსწავლელი კურსი: ლექციები შედგება თეორიული მასალისა და პრაქტიკული ამოცანებისგან.
 
სასწავლო გეგმა მოიცავს:
საქართველოს საგადასახადო სისტემა, კოდექსში გამოყენებული ტერმინები, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, ერთობლივი შემოსავალი, გამოქვითები და ზარალი, საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადები, დამატებითი ღირებულების გადასახადი, ქონების გადასახადი, საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.
კურსის ხანგრძლივობა: 36 სთ.
კურსის ღირებულება: 350 ლარი.
კურსის დასასრულს ჩატარდება გამოცდა და თითოეულ მსმენელს გადაეცემა ქულის შესაბამისი ორენოვანი (ქართულ–ინგლისური) სერთიფიკატი. საუკეთესო მაჩვანებლის მქონე პირველი 3 სტუდენტი გაიზიარებს FSG ის 10 წლიან გამოცდილებას გაივლის რა 3 თვიან უფასო სტაჟირებას.
4. 3 თვიანი სტაჟირება მოიცავს კომპანიის ბუღალტრებთან და უდიტორებთან ერთად ყოველდღიური პრაკტიკული სამუშაოების შესრულებას, ასევე შიდა ორგანიზაციული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას.
დამატებითი ინფორმაცია: შესაძლებელია შეთავაზებული ორი კურსიდან მხოლოდ სასურველის გავლა. სალექციო დღეები შეთანხმებული იქნება მსმენელების სურვილისამებრ. კომპანია გახდება ყველა კურსდამთავრებულის რეკომენდატორი პარტნიორ ორგანიზაციებთან.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები