GE
ბუღალტერიის კურსები უფასო სტაჟირებით
ტრენინგ ცენტრი "NB " აცხადებს აქციას, ბუღალტერიის თეორიულ კურსზე ჩაწერილი სტუდენტებისათვის სტაჟირება იქნება უფასო.

თქვენ შეისწავლით ბუღალტრულ   აღრიცხვას   საერთაშორისო სტანდარტებით , კომპიუტერული   ბუღალტერიას-  ორისს. მსმენელები შეისწავლიან  პრაქტიკული ბუღალტერიას  საერთაშორისო სტანდარტებით, ბასის პროგრამით. პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას, ასევე მათთვის ვინც უკვე მუშაობდა ბუღალტრად საერთაშორისო სტანდარტების შემოღებამდე და სურს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით  დაეუფლოს პრაქტიკული ბუღალტერიას.

თითოეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების შევსებას,  რაც ევალება ბუღალტერს ერთ საანგარიშგებო წლის განმავლობაში წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.

თემატიკა:
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნის აღრიცხვა
  • ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგის აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • გაყიდვების აღრიცხვა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • იჯარის აღრიცხვა
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა.
სრული კურსის ხანგრძლივობა: 24 ლექცია. (ორი თვე) მეცადინეობები ტარდება ყოველდღე ან კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან (2-5 კაციან) ჯგუფებში და ინდივიდუალურად.

ღირებულება: 
ჯგუფური მეცადინეობები (2-5კაცი): 300 ლარი.( პრაქტიკული ბუღალტერია+ ორისი)
ინდივიდუალურად - 350 ლარი. (პრაქტიკული ბუღალტერია+ ორისი)
ინდივიდუალურად - კომპიუტერული ბუღალტერია - Oris: 80 ლარი; SuperFin-150 ლ. 

ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება  წარმოებს  წინასწარი  ჩაწერით.

ტრენინგ ცენტრი NB გთავაზობთ სტაჟირებას ბუღალტერიაში
კურსი გათვალისწინებულია მათთვის ვინც გაიარა თეორიული კურსი და სურს ცოდნის გაღმავება პრაქტიკული კუთხით. ასევე დამწყები ბუღალტერთათვის ვისაც აქვს  სურვილი გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე ამ სფეროში.

პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების საბუთების მაგალითებზე,  როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.

შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება;
  • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტბანკიგის მოხმარების შესწავლა.
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება  საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ბრუნვითი უწყისი;
  • ხელფასის უწყისის შედგენა;
  • ყოველთვიური საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • საქართველოს შრომითი კოდექსი;  შრომითი ხელშეკრულების დადება;  გამოსაცდელი  ვადა, მივლინება.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ აწარმოონ, როგორც სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედნადებები, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების შევსება,  როგორიცაა: დღგ-ს დეკლარაცია, საშემოსავლოს დეკლარაცია, მოგების დეკლარაცია, ქონების დეკლარაცია.

საბუთების დამუშავება წარმოებს ლიცენზირებულ პროგრამა ორისში.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. მეცადინეობები ტარდება ყოველდღე ან კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან (3-5 კაციან) ჯგუფებში და ინდივიდუალურად.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები