ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს ონლაინ ან ადგილზე შესწავლით.
პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას ახალი ესტონური მოდელით.
ტრენინგს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:
- ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
- ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:
- თეორიული ნაწილი
- კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
- პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)
თეორიული ნაწილი მოიცავს:
- შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
- ანგარიშთა გეგმა
- სალაროს ოპერაციები
- ბანკის ოპერაციები
- მოთხოვნების აღრიცხვა
- სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
- საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
- სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
- უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
- რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
- წარმოების პროცესის აღრიცხვა
- პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
- კურსთაშორისი სხვაობები
- საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
- შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
- იჯარის აღრიცხვა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
- ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
- საცდელი ბალანსის შედგენა
კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის კურსი მოიცავს:
- ORIS-ის ინსტალაცია
- ახალი ორგანიზაციის შექმნა
- საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
- ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
- საბუღალტრო გატარებები
- დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედნადები)
- ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
- ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა; პაკეტური კორექტირება
- სამეურნეო ოპერაციები
- მოგება-ზარალი
- საცდელი ბალანსი
- ასლის აღება/აღდგენა
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.
კურსი მოიცავს:
- ორგანიზაციის შექმნა
- სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
- ბანკის ამონაწერის დამუშავება
- სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
- ხელფასის უწყისის შექმნა
- ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს და მოგების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
- ყოველწლიური დეკლარციების (ქონების) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.
აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვა და დეკლარირება.
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლივობა - 1 სთ.
კურსის ღირებულება:
ჯგუფში ერთი თვე - 250 ლარი
ინდივიდუალურად ერთი თვე - 300 ლარი
შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის გავლა:
- თეორიული კურსი: ჯგუში - 350 ლარი, ინდივიდ. - 400 ლარი (14 ლექცია),
- ORIS-ის კურსი: 250 ლარი (10 ლექცია)
- სტაჟირება: ჯგუფში - 300 ლარი, ინდივიდუალურად - 350 ლარი (12 ლექცია)
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ