GE
ფარმაციის კურსები უფასო სტაჟირებით და დასაქმებით
ტრენინგ ცენტრი  "NB” გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების კურსებს, შემდგომში  PSP_ ქსელის 36/6-ში, წითელი ა-ს აფთიაქებში სტაჟირებით. წარმატებულ მსმენელებს ექნებათ რეალური დასაქმების შანსი.

მიიღებიან ნებისმიერი პროფესიის ადამიანები. კურსი გათვალისწინებულია მათთვის ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.

ტრენინგი შედგება  ორი საფეხურისაგან: ლექციური და პრაქტიკული. პრაქტიკის გავლა შესაძლებელია როგორც თბილისის (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ისე რეგიონების მაშტაბით. გორი; ქუთაისი; ფოთი; ბათუმი.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 1 თვე სრული დატვირთვით დილის 10 სთ-დან საღამოს 8 სთ-მდე.
  1. ლექციური კურსის დროს მსმენელი გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას და ფარმაკოლოგიას კლინიკური ფარმაციით. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. 25 ლექცია.
  2. პრაქტიკული კურსი- მსმენელები სტაჟირებას გაივლიან 36/6 და წითელი „ა“-ს აფთიაქებში, სადაც ადგილზე გაეცნობიან წამლებს და შეისწავლიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას. სტაჟიორები შეისწავლიან როგორც აფთიაქის ოპერატორის ისე აფთიაქის მენეჯერის სააფთიაქო პროგრამას. 
ლექციური კურსის თემატიკა
  1. ფარმაკოლოგიის საგანი და ამოცანები; ფარმაკოდინამიკა
  2. ფარმაცევტული დაწესებულებები: აფთიაქი და მისი სტრუქტურა.
  3. ანტიბაქტერიული პრეპარატები. პენიცილინის და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები.
  4. მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
  5. სულფანილამიდების,ფტორქინოლინების და ქინოლინების ჯგუფის ანტიმიკრობული პრეპარატები.
  6. ანტიმიკოზური პრეპარატები.ანტიჰელმინთური პრეპარატები.
  7. ანტივირუსული პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები.
  8. ჰიპოთენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ის ინჰიბიტორები, დიურეტიკები)
  9. გულის დეკომპენსაციის დროს გამოყენებული პრეპარატები. ანტიარითმიული პრეპარატები. გულის იშემიური დაავადების დროს გამოყენებული პრეპარატები. ანტიაგრეგანტები. კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები. რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატები.
  10. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ნეიროლეფსიური პრეპარატები. ანტიდეპრესანტები.
  11. ეპილეფსიის და პარკინსონიზმის სამკურნალო პრეპარატები.
  12. ტრანკვილიზატორები და სედატიური სასუალებები. საძილე პრეპარატები.
  13. თავის ტვინის მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები.
  14. მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები.
  15. იმუნოსტიმულატორები. ანტიჰისტამინური პრეპარატები
  16. კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები. საფაღარათო პრეპარატები. მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები.
  17. დისბაქტერიოზის საწინააღმდეგო პრეპარატები. ფერმენტები. ნაღვლმდენი პრეპარატები. ჰეპატოპროტექტორები.
  18. ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკები. არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო პრეპარატები.
  19. ვიტამინები, პოლივიტამინები. მიკროელემენტები.
  20. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს გამოყენებული პრეპარატები;
  21. მიომეტრიუმის ტონუსზე მოქმედი პრეპარატები. კონტრაცეპტივები. უნაყოფობის სამკურნალო პრეპარატები;
  22. შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი პრეპარატები. შარდკენჭოვანი დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები.
  23. პროსტატიტის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატები. პროქტოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები.
  24. კითხვა-პასუხი.
  25. ტესტირება.
კურსის ხანგრძლივობაა 3თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც აიღებენ  სერთიფიკატს, პრაქტიკის ცნობას და სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისათვის.
ლექციებს კითხულობენ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები