სულხან-საბას ქ. 1/5 ტელ.: (+995) 32 272 87 87 ელფოსტა: birchadze12@gmail.com
თბილისი, საქართველო (+995) 32 218 06 10 ვებგვერდი: www.nbacademy.ge
(+995) 593 73 70 43
(+995) 32 214 66 43
NB აკადემია გიწვევთ ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის შემსწავლელ კურსებზე
ტურიზმის კურსი ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში სტაჟირებით!
კურსის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული მენეჯმენტით, სტუდენტებსა და საკუთარი ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ, ტურიზმი, როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული ფირმის ფუნქციონირება, ტურისტული სერვისის, ტურპროდუქტების: (ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების) სახეები მათი რეკლამირება და გაყიდვა, სასტუმრო და განთავსების ინდუსტრიის სახეები და მათი ფუნქციონირება, მომხმარებელი და კონკურენტული დონე საერთაშორისო და ქართულ ტურისტულ ბაზარზე, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.
კურსის თემატიკა:
- ტურიზმის არსი- ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, განმარტებები, საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმში.
- ტურისტული ბიზნესი- ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი.
- ტურიზმი 21 საუკუნეში- მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები. საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები, საქართველოს ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
- ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა- სატრანსპორტო საშუალებები, ატრაქციონები, ანიმაციები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, თემატურიპარკები, კვების ობიექტები.
- ტურისტული პროდუქტი და მომსახურება:
- ტუროპერატინგი- ექსკურსიების და ტურების და ლაშქრობების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა.
- გიდი-გიდისთვის საჭირო მასალის მოძიება, გიდის უნარჩვევები
- ავიასერვისი- საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები
- სავიზომხარდაჭერა- სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა
- სასტუმროინდუსტრია- სასტუმროს მენეჯმენტი, სასტუმროების კლასიფიკაცია, სასტუმროს სერვისი, სასტუმროს პერსონალი და მართვა.
- ტურიზმის მარკეტინგი- ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, გასაღება. ინტერნეტმარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში, მარკეტინგული კვლევები, სტატისტიკა.
- ტურისტული კონკურენცია, როგორც საერთაშორისო ისე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე- კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე.
- მომხმარებელი - ტურიზმის ბისნესში- მომხმარებლის სეგმენტაცია, ტურისტის მიზნები და მოთხოვნილობები.
- პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში- პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები.
- ფინანსები და გადასახადები- ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურპროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
- ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში- ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ტურაგენტებთან და ტურისტებთან.სწავლის პროცესში
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით!!!
თორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები სტაჟირებას გაივლიან ტურისტულ სააგენტო Discover-Georgia-ში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი თეორიული ცოდნა და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ტურისტული სააგენტოს სამუშაო პროცესში.
სტაჟირების მოკლე აღწერა:
- ტურისტული კომპანია DiscoverGeorgia-ს მიმართულებებისა და საქმიანობის დეტალური მიმოხილვა.
- შიდა ტურის მომზადება.
- დამოუკიდებლად ტურის ბიუჯეტირება - ყველა საჭირო კომპონენტის გავლით.
- სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები - დაკავშირება და კომპანიის გაცნობა, ხელშეკრულების გაფორმება (მინიმუმ 5 ორგანიზაცია)
- ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული სიახლეების გაცნობა,
- კომპანიის სახელით ერთერთი სიახლის მომზადება.
- ლიცენზირებული და არალიცენზირებული ტურ- ოპერატორების მიმოხილვა.
- პაკეტური ტურის ფორმირება. მომზადებული პაკეტური ტურის გაფორმება რეკლამისთვის. პრეზენტაცია ავიაბილეთების ონლაინ ვებ-გვერდების გაცნობა და შესწავლა.
- ჯავშნის სისტემები: ავიაბილეთების ცვალებადობის და შესყიდვის გზები.
- სავიზო აპლიკაციაზე დამოუკიდებელი მუშაობა.
- დამოუკიდებლად 1 ევროპის ქვეყნის შერჩევა და ტურის შეკვრა: (ავიაბილეთი, ტრანსფერი, სასტუმრო, დაზღვევა)
- გამყვანი ტურიზმის მიმოხილვა საქართველოში - სუსტი და ძლიერი მხარეები.
- ახლო კონტაქტების დამყარება პარტნიორთან და სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვა (დასაქმება, ახალიპროექტები, ინიციატივებიდა ა.შ)
კურსის ხანგრძლივობა: თეორიული ნაწილი 2 თვე. 24 ლექცია. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი.
ღირებულება: 500 ლარი ჯგუფურად-(2-5კაცი). ინდივიდუალურად 650 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 14 დღე. ყოველ დღე დღეში 4 საათი.
სტაჟირების ღირებულება: 250 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
სასტუმროს მენეჯმენტი
სასტუმროს მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია იმ პროფესიის ადამიანებსათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მენეჯმენტით, სასტურმო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისათვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ტურიზმის მენეჯმანტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
აღწერა - პროგრამა მოიცავს ერთ თვინ კურს სასტუმრო მენეჯმანტში როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას. მსმანელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწვალო მასლით, ტრეინინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ - სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, მსოფლიოს სასტუმრო ქსელები, როგორ ფუნქციონირებს სასტუმრო და სხვადასხვა განთავსების საშულებები, მათი ტიპები, კლასიფიკაცია, სასტუმროს აღწერა - ოთახები და კვება, სასტუმროს რეკლამირება და ურთირეთობა პარტნიორებთნ; უახლესი კომპიუტეული სისტემები სასტუმრო ბიზნესში; საქართველოში არსებული სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების დახასიათება.
კურსი დეტალურად:
- სასატუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია.
- ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები.
- სასატუმროს ტიპები, მომსახურეობის სერთიფიკაცია.
- სასატუმროს პროდუქტი და მომსახურეობის საახები.
- სასტუმროს ორგანიზება და პერსონალი.
- სასტუმროს მარკეტინგი, ინტერნეტ რეკლამირება.
- სასტუმროს მომხმარებელი და მათი სეგმენტაცია.
- კონკურენცია სასტუმრო ბიზნესში.
- ფინანსები - პროდუქტზე და მომსახურეობაზე ფასების განსაზღვრა.
- კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში.
- იურიდიული საკითხები - ხელშეკრულებები მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.
- საქართველოში არსებული სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები
პროგრამის ხანგძლივობა : 1 თვე - კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.
ღირებულება: 800 ლარი ჯგუფურად (2-5 კაცი). ინდივიდუალურად 1500 ლარი.
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა- სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით