GE
ოფის მენეჯერის, HR- მენეჯმენტის და PR-ის შემსწავლელი კურსები

ტრენინგ ცენტრი „NB“, რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, გთავაზობთ  ოფის მენეჯერისა , HR- მენეჯმენტის  და PR-ის შემსწავლელ კურსებს.

გაიარე სამი ტრენინგი ორის ფასად!

ოფის მენეჯერის კურსი გათვალისწინებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ იმუშაონ ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ მენეჯერებად; უკვე დასაქმებული ოფის-მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება ადმინისტრაციული მენეჯერის დონეზე; ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი და ესაჭიროებათ საოფისე პროცედურების ეფექტურად მართვის დანერგვა თავიანთი საქმისთვის. 

ოფის მენეჯერის კურსის თემატიკა:    

  • ოფისის მენეჯმენტის მიზნები და არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზაციის მართვა, ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • მენეჯმენტისა და მენეჯერის უნარ- ჩვევები.
  • სამუშაოს დაგეგმვა, ორგანიზება, კონტროლი
  • სამუშაო დავალების ანალიზი და აღწერა
  • მედია და ინტერნეტ განაცხადების მომზადება
  • საქმიანი შეხვედრები, ორგანიზაციებთან ურთიერთობა. მოლაპარაკების მენეჯმენტი.
  • სამუშაო ჯგუფების ფორმირება, შრომითი რესურსების მენეჯმენტი.
  • დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზება, საბუთების წარმოება, ფინანსური მენეჯმენტი.
  • საოფისე მასალების დამომსახურების ბიუჯეტირება. პროფორმა ინვოისი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები, მენეჯმენტის საფუძვლები.
  • დოკუმენტურ ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა, თანამედროვე საქმის წარმოება. ელექტრონული ოფისი.
  • მდივან-რეფერენტის შრომის ორგანიზაცია.
     

HR-მენეჯმენტის კურსის თემატიკა:

სასწავლო პროგრამა წარიმართება ფსიქოლოგიური ტესტებისა და პრაქტიკული მაგალითების გარჩევა ანალიზის (Case Study) მეთოდის გამოყენებით.

  • HR მართვის მიზანი და H R M როლი ორგანიზაციის განვითარებაში
  • ადამიანური რესურსის დაგეგმვა
  • HR მენეჯმენტის განყოფილება; HR მენეჯერის ფუნქციები; HRM პოლიტიკა
  • პერსონალის შრომითი მოტივაცია, მოტივაციის თეორიები, მოტივაციის სისტემები
  • კადრების მოზიდვა, დაქირავება; შერჩევის პროცედურების დაგეგმვა და წარმართვა
  • სამუშაოს აღწერა და ანალიზი; მოთხოვნათა პროფილი
  • ორგანიზაციუილი კულტურა; სამუშაო დისიპლინა
  • პერსონალის ტრენინგი და განვითარება
  • თანამშრომლების / შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცედურები, სისტემები და მეთოდები; შეფასების ინტერვიუ
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება; საშტატო გადაადგილებები; კადრების შემცირება, კადრების დენადობა; პროფესიული სტრესის და შიგა-კონფლიქტების მართვა
     

PR-მენეჯმენტის კურსის თემატიკა:

  • რა არის PR; ეფექტური PR სამსახური; PR კამპანიის დაგეგმვა
  • შიდა კორპორატიული PR; PR - ურთიერთობა მედიასთან
  • PR: ფაბლისითი, იმიჯი, რეპუტაცია; PR  კრიზისული კომუნიკაციების ეფექტური მართვა;
  • PR - სოციალური პასუხისმგებლობა; დადებითი და უარყოფითი სტერეოტიპები; 
  • შავი PR და პროპაგანდა;
  • PR ეფექტური კომუნიკაციები

ტრენინგის ხანგრძლივობა: – 3 თვე: 36 საათი. კვირაში სამჯერ
ღირებულება: ჯგუფურად- 600 ლარი. ინდივიდუალურად- 900 ლარი.

ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები