GE
რუსულის, ინგლისურის და ბიზნეს ინგლისურის კურსები
ტრენინგ ცენტრი „NB“ აცხადებს მიღებას ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსებზე. მიღება წარმოებს წინასწარი გასაუბრების საფუძველზე მსმენელის დონის შესაბამისად. კურსს  წარუძღვებიან  ქართველი და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები.

სწავლება მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად ისე მცირე ჯგუფებში. სწავლებისას მსმენელები შეისწავლიან როგორც ლექსიკას და სასაუბრო ინგლისურს ასევე საფუძვლიანად შეისწავლიან გრამატიკას. სწავლების პროცესში მსმენელი აღჭურვილი იქნება აუდიო და ვიდეო მასალით ცოდნის უკეთ დაუფლების მიზნით.

1. General English - ზოგადი ინგლისური
  • Beginner
  • Elementary
  • Pre-Intermediate
  • Intermediate
  • Upper-Intermediate
  • Advanced.
თითეული დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.
თითეული ეტაპის დახურვისას ტარდება  სასერთიფიკატო ტესტირება  და გაიცემა შესაბამისი დონი სერთიფიკატი.
ასევე ცხადდება მიღება 2012 წლის ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსებზე.
მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.

სწავლის ღირებულება 2-3 კაციან ჯუფში 80 ლარი.
ინდივიდუალურად 120 ლარი.

2. Business English - ბიზნეს ინგლისური:
ბიზნეს ინგლისური ენის კურსი გათვალისწინებულია  “Intermediate / Upper Intermediate ან Advanced” დონის მსმენელებისათვის. სპეციალური პროგრამა გათვლილია ორ ეტაპად: საწყისი და პროფესიონალური ბიზნეს ინგლისური.

სწავლება მოიცავს შემდეგ ასპექტებს: პრეზენტაციის გაკეთება, კითხვებზე პასუხი, შეხვედრებზე აქტიურობა, სატელეფონო და ტელეკონფერენციის სტრატეგია. პოპულარული ბიზნეს საგაზეთო სტატიების კითხვა; ბიზნეს წერილების წერა. ასევე შეისწავლება ეკონომიკური, საბანკო, სამედიცინო ტერმინოლოგია.
სწავლება მიმდინარეობს 3-4 კაციან ჯგუფებში და ინდივიდუალურად.

სწავლების ღირებულება 150 ლარი   ინდივიდუალურად.
სწავლების ღირებულება 120 ლარი   ჯგუფურად.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

ასევე გთავაზობთ: TOEFL-ის შემსწავლელ კურსებს,  IBT   (Internet Basel TOEFl).

ეს კურსები განკუთვნილია მათთვის, ვინც ემზადება ევროპულ და ანგლო-ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად, ასევე ქართული უნივერსიტეტების საბაკალავრო დიპლომების ასაღებად და სამაგისტრო ან დოქტორანტურის პროგრამებზე ჩასაბარებლად. მისი მიზანია მოამზადოს მსურველები ქართული, ევროპული და ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტების აკადემიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა ტესტისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას, როგორიცაა კრიტიკული კითხვა, აკადემიური წერა, მოსმენა ან გამართული საუბარი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მათემატიკა და ა.შ. ეს პროგრამები საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც აპირებს საერთაშორისო ტესტებში უმაღლესი ქულების აღებას.

3. რუსული ენის მოსამზადებელი კურსი

ტრენინგ ცენტრი“ NB“  გთავაზობთ  მიღებას  რუსული ენის  მოსამზადებელ  კურსებზე. მიღება  წარმოებს  წინასწარი  გასაუბრების   საფუძველზე  მსმენელის დონის  შესაბამისად. მიიღებიან როგორც  აბიტურიენტები,  ასევე სკოლის  მოსწავლეები  და  ყველა ის მსმენელი
ვისაც სურს რუსული ენის შესწავლა.

სწავლება  მიმდინარეობს   როგორც ინდივიდუალურად  ისე მცირე რიცხოვან ჯგუფებში. სწავლებისას  მსმენელები  შეისწავლიან  როგორც ლექსიკას და სასაუბრო  რუსულს  ასევე  საფუძლიანად  შეისწავლიან  გრამატიკას. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.
  1. Фонетика.
  2. Состав слова,сложные слова.
  3. Склонение  существительных, суффиксы существительных.
  4. Род и число существительных, склонение существительных.
  5. Прилагательное, склонение прилагательных.
  6. Суффиксы прилагательных.
  7. Предлоги.
  8. Числительное.
  9. Местоимение.
  10. Глагол. Время , спряжение и вид глаголов.
  11. Союзы ,частицы.
სწავლის ღირებულება:
3-4  კაციან  ჯგუფში : 80 ლარი.
ინდივიდუალურად: 100 ლარი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები