GE
ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით
ღირებულება: 200 ლარი
ტრენინგისა და ღონისძიებათა მართვის საკონსულტაციო ცენტრი „VIPR", რომელიც გახლავთ მალტაზე არსებული კომპანიის - „K-STUDIO MALTA LIMITED" -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გთავაზობთ: ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით.

ბუღალტრული აღრიცხვა
კურსი მოიცავს, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეისწავლონ საბუღალტრო აღრიცხვის  ძირითადი თეორიული საფუძვლები, შეისწავლონ ორმაგი ჩაწერის ტექნიკა, სააღრიცხვო ციკლის პროცედურები და ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის ტექნიკა; მიეჩვიონ ფინანსური ანგარიშგების ”წაკითხვას”, საწარმოს ფინანსური ანგარიშგების და გადახდისუნარიანობის შეფასებას, დაეუფლონ ბუღალტრულ პროგრამას -ORIS-ს.

ტრენინგის თემატიკა:
  1. მართვის სისტემა. მისი ძირითადი ფუნქციები;
  2. სამეურნეო აღრიცხვის არსი და სახეები;
  3. ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების მოკლე ისტორია;
  4. ბუღალტრული აღრიცხვის არსი და როლი საწარმოს მართვის ინფორმაციულ სისტემაში;
  5. ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციის მომხმარებლები. ბუღალტრული აღრიცხვის სახეები: ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვა,ფინანსური აღრიცხვის მიზანი, საგანი და მეთოდი. სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ეტაპები;
  6. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, საერთაშორისო სტანდარტები და მარეგულირებელი ორგანოები;
  7. საწარმოს  სააღრიცხვო პოლიტიკა და ბასს-ის ძირითადი დაშვებები;
  8. მოგებაზე ორიენტირებული კომერციული საწარმოს ფინანსური მიზნები;
  9. ბუღალტრული ბალანსი. სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებები ბალანსში.ბუღალტრული ანგარიშის არსი და სტრუქტურა. სამეურნეო ოპერაციების ორმაგი ჩაწერის სისტემა. სამეურნეო ოპერაციების ასახვა ანგარიშებში-ORIS-ის პროგრამაში;
  10. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების კლასიფიკაცია.. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა სისტემა (ანგარიშთა გეგმა)-ORIS-ის პროგრამაში;
  11. პირველადი დაკვირვება. ბუღალტრული დოკუმენტები და ინვენტარიზაცია;
  12. ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, მისი სტრუქტურა და შინაარსი. საწარმოს შემოსავლები, ხარჯები და წმინდა მოგება;
  13. კავშირი მოგება- ზარალის ანგარიშგებასა და ბალანსს შორის;
  14. საანგარიშგებო პერიოდები და ფინანსური ანგარიშგებები;
  15. მაკორექტირებელი გატარებების არსი და მათი დახასიათება ORIS-ის პროგრამაში;
  16. სამუშაო ცხრილის მომზადება და გამოყენება Exel--ის პროგრამაში;
  17. დამასრულებელი გატარებების სახეები; დროებითი ანგარიშების განულება,    დახურვა;
  18. საქონლის შესყიდვის აღრიცხვა. შეძენილი საქონლის უკან დაბრუნება და შესყიდვის შეღავათები. სატრანსპორტო  ხარჯის აღრიცხვა  ORIS-ის პროგრამაშ;ი
  19. საქონლის რეალიზაციის აღრიცხვა. უკან მიღებული საქონელი და გაყიდვის შეღავათები. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება;
  20. იჯარის ცნება და კლასიფიკაცია;
  21. ფულის ღირებულება დროში;
  22. ფინანსური იჯარის  აღრიცხვა ORIS-ის პროგრამაში, ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა.
კურსს წარუძღვება: ირმა პატარიძე „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის“  ლექტორი.
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან კომპანია „VIPR" -ის მიერ გახორციელებულ  პროექტებში. მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.

ორი და მეტი ტრენინგის გავლის შემდეგ „VIPR"  ის მსმენელები მიიღებენ ფასდაკლებებს.

კურსის ხანგრძლივობა: 48 აკადემიური საათი   (სამშაბათი, პარასკევი)
ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები