ტელ.: (+995) 599 13 17 91 ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ტელ.: (+995) 574 02 11 00 ვებ-გვერდი: www.uniko-academy.com
ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
ქ.თბილისი: პეტრე მელიქიშვილის 18,
ქ. ქუთაისი: რუსთაველის 112
ქ. ბათუმი: აღმაშენებლის 13
ქ.რუსთავი : კოსტავას 9
ქ.თელავი : ერეკლე მეფის 2
აკადემია UNiKO-ში ბუღალტერიის კურსი არის სრულად პრაქტიკაზე ორიენტირებული, როგორც დამწყები ასევე მოქმედი ბუღალტრებისათვის. სწავლის მეთოდი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,რომელიც ზრდის თქვენი დასაქმების რეალურ შანსს.
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს პირველად დაიწყოს ბუღალტრული საქმიანობა და ასევე მოქმედ ბუღალტრებს, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე და მიიღონ მაქსიმალური პრაქტიული გამოცდილება.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- აიმაღლოთ ბუღალტრული ცოდნის დონე;
- განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი;
- იპოვოთ სასურველი საქმიანობა;
- გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა;
- დაეუფლოთ საბუღალტრო საქმიანობას;
- გამოიყენოთ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში.
საბუღალტრო კურსი გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ ფინანსურ ანგარიშებში შემავალი უწყისები:
- ბალანსი;
- მოგება-ზარალი;
- ფულადი ნაკადების მოძრაობა;
- საკუთარი კაპიტალის მოძრაობა;
- გაუნაწილებელი მოგების მოძრაობა;
- უწყისებში შემავალი ელემენტების ანალიზი და მათი აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ბუღალტერიის კურსში შემავალი თემები:
- ბუღალტრული აღრიცხვის საგანი;
- ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- ფინანსური ანგარიშების სხვა კომპონენტები და ელემენტები;
- ბუღალტერული აღრიცხვის საფუძვლები;
- საცდელი ბალანსის მომზადება და ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
- ბალანსის მომზადების წინაპირობები - მაკორექტირებელი გატარებები;
- ფულადი სახსრების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხა და ანალიზი;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
- მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- ვალდებულებების აღრიცხვა;
- ინვესტიციების გადაფასება;
- ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები;
- ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
- აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
- აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
- ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი.
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ORIS, INFO ან SUPERFIN. ფინა აძინესი
UNiKO-ს უპირატესობა:
- მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
- მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული პრაქტიკული სასწავლო პროგრამა;
- აქცენტი ხარისხიან პრაქტიკულ განათლებაზე;
- ინტერაქტიული გაკვეთილები;
- მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
- ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.
სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან აუდიტორულ-ბუღალტრულ კომპანიებში. იმუშავებთ რეალურ ბაზებში, რაც მნიშვნელოვნად გაამყარებს თქვენს პრაქტიკულ გამოცდილებას.
მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაო გრაფიკზე.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი,
ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია.
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე — კვირაში 2-ჯერ (თეორია + პრაქტიკა) და დამატებით 1 თვე პრაქტიკა აუდიტორულ-ბუღალტრულ კომპანიებში
- სავარაუდო თარიღი აპრილი 2026
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით