ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის შემსწავლელი ტრეინინგ-კურსი შემდგომი სტაჟრებით და დასაქმებით
ბიდისი აკადემია აცხადებს მიღებას ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის შემსწავლელ ტრეინინგ-კურსზე შემდგომი სტაჟრებით და დასაქმებით, გორსა და თბილისში.
კურსი მოიცავს:
- ტურისტული საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციის საკითხები.
- განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები;
- ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა;
- მსოფლიო ტურისტული რეგიონები;
- (ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას;
- თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში;
- პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას;
- ტურების კლასიფიკაცია;
- უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას. თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა. რუკების გამოყენება ტურის დაგეგმარებისას;
- მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა;
- ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში;
- მოკლე ვადიანი ტურის პრეზენტაცია;
- გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას;
- სახელმწიფოს როლი ტურიზმის განვითარებაში;
- სამომავლო ტურიზმის დაგეგმვა და მართვა.
პროგრამა აგებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებზე.
თეორიულად შესწვალის შემდეგ მსმენელები სტაჟირებას გადიან სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში, სადაც მათ ეძლევათ რეალურად დასაქმების შანსი.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს