GE
სტაჟირება მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტულ აღრიცხვაში
,,კვალიფიკაციური განათლების საერთშორისო ცენტრი” გიწვევთ სტაჟირების კურსებზე დამწყებ ბუღალტრებს, სტუდენტებს და ყველას, ვისაც გსურთ პრაქტიკული ცოდნის მიღება ბუღალტრულ აღრიცხვაში. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ  სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გაივლით გარკვეული წლების ბუღალტერიას კონკერეტული ორგანიზაციის პირველადი დოკუმენების დახმარებით ლიცენზირებულ კომპიუტერულ ბუღალტრულ პროგრამაში ,,ORIS”.

სტაჟირების პროგრამის მიზანია ცენტრის მსმენელებმა თეორიული ცოდნა გაიმყარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და მიეცეთ პროფესიული კუთხით დასაქმების რეალური შანსი.

იჩქარეთ! აღნიშნული კურსი არის პროფესიონალებთან ურთიერთობის და მათი გამოცდილების გაზიარების უნიკალური შანსი. 
კურსის განმავლობაში თქვენ უზრუნველყოფილნი იქნებით პირველადი საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტებით, საკანონმდებლო აქტებითა და საუკეთესო სამუშაო პირობებით. სტაჟიორები შეძლებთ ვირტუალურ კომპანიებში კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
  • სალაროსა და ბანკის ოპერაცების დამუშავება/ კონტროლი;
  • ადგილობრივი შეძენა, იმპორტი, რეალიზაცია, დისტრიბუციის დამუშავება/კონტროლი;
  • წარმოება;
  • ხელფასების დარიცხვა (პრემიები, დივიდენდები, პროცენტები, გადახდის წყაროსთან დასაბეგრი თანხების დამუშავება/კონტროლი);
  • ამავე ორგანიზაციის დოკუმენტებზე დაყრდნობით საგადასახდო დეკლარაციების (მოგება, ქონება, საშემოსავლო, დღგ, აქციზი) დამუშავება;
  • ყველა საკითხის გავლასთან ერთად გაივლით საგადასახადო კოდექსის ძირითად საკითხებს.
  • მოგებიდან გადასახადების აღრიცხვა და საგადასახადო და ფინანსური მოგების გამიჯვნა.
ვინ ვართ ჩვენ:
  • ჩვენ  დროის გამოწვევების შესაბამისად ვახდენს ახალი კადრების თანამედროვე ხარისხის სტანდარტებით მომზადებას;
  • ჩვენი ორგანიზაცია დაკომპლექტებულია ცნობილი და აღიარებული პროფესიონალებით;
  • ჩვენ ვქმნით და ვთარგმნით საუკეთესო სახელმძღვანელოებსა და ნაშრომებს სხვადასხვა მიმართულებით;
  • ჩვენ გამოვირჩევით  პროფესიონალიზმით და ვსარგებლობთ საუკეთესო იმიჯითა და რეპუტაციით.
იხილეთ ჩვენი მიღწევები (http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=384%3Amightsevebi&catid=150%3Amightsevebi&Itemid=342&lang=ka-GE).

ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ ფირმასთან და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში  წარმატებულ მსმენელებს ვუწევთ რეკომენდაციებს.
ჩვენს მიერ უკვე დასაქმებულ მსმენელებთან გვაქვს მუდმივი კავშირი და ვუწევთ უფასო კონსულტაციებს და ვეხმარებით კვალიფიკაციის ამაღლებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე, (72 საათი);
პროგრამის ღირებულებაა: თვეში 120 ლარი

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები