GE
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები
ჩვენ კვლავ არ ვღალატობთ დამკვიდრებულ ტრადიციას და წელსაც ჩვენი სასწავლო ცენტრის ყველა აბიტურიენტი უკვე სტუდენტია!

გასული 2012-2013 სასწავლო წელი "ქართულ-ევროპულმა საგანმანათლებლო ცენტრმა ვეტომ" წარმატებით დაასრულა. ყველა ჩვენმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ცენტრის მოსწავლეთა 100% სტუდენტია. სახელმწიფო დაფინანსება (გრანტი) მიიღო - 81%. მათთვის სასურველ ფაკულტეტზე (ეროვნული გამოცდების ცენტრში წინასაგამოცდო რეგისტრაციისას სიაში მითითებულ პირველ და მეორე ფალულტეტზე) ჩაირიცხა - 95%.

"ქართულ-ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი - VETO" იწყებს აბიტურიენტთა მიღებას 2013-2014 სასწავლო წლისათვის სააბიტურიენტო და საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.

ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმაოდგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასების შეთავაზებით. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ცენტრში პერიოდულად ტარდება შუალედური გამოცდები, რომელიც ეროვნული გამოცდების ტესტებს ეფუძნება.

ჯგუფები გამოირჩევა მოსწავლეთა სიმცირით და დაყოფილია დონეების მიხედვით. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ჯგუფში ირიცხება მხოლოდ 3-4 მოსწავლე და გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს საათ-ნახევარს.

სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა. ცენტრი, ასევე, დაგეხმარებით პროფესიის განსაზღვრასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწორად შერჩევა-რეგისტრაციაში.

ცენტრში მოსამზადებლად მიიღებიან როგორც მე-11 და მე-12 კლასელები, ასევე დაბალი კლასის მოსწავლეებიც.

აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსზე თითოეულ საგანში სწავლის საფასური თვეში შეადგენს:
  • ჯგუფური - 75 ლარი.
  • ინდივიდუალური - 100-150 ლარი.
  • 4 საგნის არჩევისას - 70 ლარი.
საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე თითოეულ საგანში სწავლის საფასური შეადგენს:
  • ჯგუფური - 60 ლარი
  • ოთხი საგნის არჩევისას - 55 ლარი.
ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები