GE
კურსი - ბუღალტერია ნულიდან
მიზნობრივი ჯგუფი: დამწყები და მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალობის სტუდენტები, კერძო მეწარმეები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ყველა პირი.

კურსის აღწერა:
სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან ფინანსური აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. კურსი მთლიანად აგებულია თეორიული მასალის პრაქტიკული ამოცანებით განმტკიცების პრინციპზე. სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდების მიხედვით. იხილეთ დეტალური პროგრამა:http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=158&Itemid=363〈=ka-GE

კურსს კითხულობს სპეციალისტი ელგუჯა აკობია - ბუღალტრული აღრიცხვის ექსპერტი, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის წამყვანი სპეციალისტი ქვეყნის მასშტაბით.

ბენეფიტები და უპირატესობები:
  • აღნიშნული კურსის ფარგლებში მსმენელები უფასოდ შეისწავლიან კომპიუტერულ ბუღალტრულ პროგრამას "Oris";
  • აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირების კურსი 10% ფასდათმობით აუდიტორულ ფირმაში "როიალ აუდიტი".
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" თავაზობს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, რაც გულისხმობს უფასო კონსულტაციების გაწევას საგადასახადო საკითხებზე.
  • ცენტრი თანამშრომლობს მრავალ ორგანიზაციასთან და მათი დაინტერესების შემთხვევაში ახდენს თავის კურსდამთავრებულებზე რეკომენდაციის გაცემასა და დასაქმებას.
ჩვენს შესახებ:

"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრმა" დაარსების დღიდან არაერთი სპეციალისტი გადაამზადა სხვადასხვა სფეროში. ჩვენი კლიენტები არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე, მსხვილი კომპანიები, რომლებიც სწორედ ჩვენს ტრენინგ ცენტრში ახდენენ თავიანთი თანამშრომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ სწავლისათვის კომფორტული გარემო და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიები: http://icqe.ge/index.php?option=com_nicegallery&view=categories&category=8&Itemid=196〈=ka-GE

კურსის ხანგრძლივობაა ორი თვე (48 საათი).
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 2-ჯერ, 3 საათის ხანგრძლივობით.
გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა ჩვენს ვებ-გვერდზე: http://icqe.ge/index.php?option=com_courseorder&view=addcourse&tmpl=order&Itemid=538〈=ka-GE ან დაგვიკავშირდეთ ოფისში.

ასევე, შეგიძლიათ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები