GE
მოქმედ ბუღალტერთა გადამზადების კურსი
ღირებულება: 350 ლარი
მიზნობრივი ჯგუფი: მოქმედი, პროფესიონალი ბუღალტრები, რომლებსაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე, მიიღონ მაქსიმალური პრაქტიკული გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

კურსის აღწერა:

სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პროგრამებითა და მეთოდების მიხედვით, რომლის მიზანია კვალიფიკაცია აუმაღლოს მოქმედ ბუღალტრებს, უზრუნველყოს ამავე სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა ჯგუფების გადამზადება, რათა სწორად განახორციელონ ფინანსური ანგარიშგების მომზადება. მსმენელები შეძლებენ ვირტუალურ კომპანიებში კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას ორგანიზაციებში. იხილეთ დეტალური პროგრამა:http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=166&Itemid=370〈=ka-GE

კურსს კითხულობს სპეციალისტი ნადეჟდა კვატაშიძე - ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, პროფესორი; სახელმძღვანელოს "ფინანსური აღრიცხვა" (მეორე დონის) თანაავტორი.

ბენეფიტები და უპირატესობები:
  • აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საშუალება ექნებათ გაიარონ ზოგადი აუდიტის კურსი 25% ფასდათმობით;
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" სთავაზობს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, რაც გულისხმობს უფასო კონსულტაციების გაწევას საგადასახადო საკითხებზე;
  • კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა კვალიფიკაციის ამაღლების სერთიფიკატი.
კორპორატიული კლიენტები:

გადაამზადეთ თქვენი კადრები ამ პროგრამით, დააბანდეთ თქვენი ორგანიზაციის რესურსი მიზანმიმართულად, მიაღწიეთ საუკეთესო შედეგებს. "კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" მოამზადებს თქვენთვის მისაღებ სპეციალურ ურთიერთსასარგებლო წინადადებას.

ჩვენს შესახებ:

"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრის" მისიაა ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს, გააძლიეროს საქართველოში აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები და ამით თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ეკონომიკის განვითარების საქმეში, უმაღლესი ხარისხის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებითა და შემდგომი განვითარების დაჩქარებით. იხილეთ ცენტრის მიღწევები: http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=384%3Amightsevebi&catid=150%3Amightsevebi&Itemid=342〈=ka-GE

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ სწავლისათვის კომფორტული გარემო და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიები: http://icqe.ge/index.php?option=com_nicegallery&view=categories&category=8&Itemid=196〈=ka-GE

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირა დღეს, სამი საათის ხანგრძლივობით.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა ჩვენს ვებ-გვერდზე: http://icqe.ge/index.php?option=com_courseorder&view=addcourse&tmpl=order&Itemid=538〈=ka-GE ან დაგვიკავშირდეთ ოფისში.

გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები