GE
საგადასახადო კოდექსის სრული კურსი
ღირებულება: 395 ლარი
"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" გიწვევთ თბილისსა და ბათუმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ სრულ კურსზე.

მიზნობრივი ჯგუფი: დამწყები და მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები, მეწარმეები, საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.

კურსის აღწერა: კურსის განმავლობაში დაწვრილებით იქნება განხილული საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი, დეტალურად და ამომწურავად განიხილება კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თითოეული ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, სრულყოფილად ამოწუროთ ყველა ნიუანსი.

საგადასახადო კოდექსის პროგრამის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://www.icqe.ge/tv

კურსს წარუძღვება კონსტანტინე გორბატკოვი - საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი, "როიალ აუდიტი"-ის აუდიტორი, ეკონომიკის დოქტორი http://www.icqe.ge/1rq

წარმატებულ მსმენელებს ბათუმსა და თბილისში ვთავაზობთ:
  • 50%-იან ფასდაკლების ბარათს მოქმედ აუდიტორთა გადამზადების პრაქტიკულ კურსზე http://www.icqe.ge/xp
  • საქართველოს ბაზარზე აქტიურად განვითარებადი კომპანიის "როიალ აუდიტი"-ის გუნდის წევრობას.
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს.
  • ღირსეულ ანაზღაურებას.
სიახლე ბათუმელებისთვის! აჭარის რეგიონიდან მსურველებს საშუალება ექნებათ, თბილისელი ექსპერტების ლექციებს დაესწრონ ონლაინ რეჟიმში, დასვან შეკითხვები და ისარგებლონ მომსახურების სრული პაკეტით.

ბენეფიტები და უპირატესობები:
  • ბუღალტერთა და აუდიტთა დახელოვნების კურსებს უძღვებიან თბილისისა და ბათუმის პროფესიონალ ტრენერთა გუნდი: http://www.icqe.ge/ti
  • მსმენელებს ვთავაზობთ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებსა და სასიამოვნო გარემოს (ბათუმი: http://www.icqe.ge/bc9 თბილისი: http://www.icqe.ge/9ei
  • აღნიშნული კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 25% ფასდაკლებას მთავარი ბუღალტრისა და ზოგადი აუდიტის საკვალიფიკაციო კურსებზე.
  • ყველა მსმენელს საჩუქრად დაურიგდება "როიალ აუდიტის" დაფინანსებით გამოცემული ახალი საგადასახადო კოდექსის სახელმძღვანელო, უახლესი ცვლილებებითა და კომენტარებით:http://www.icqe.ge/bc7
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" გაუწევს უფასო კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე.
კურსის ხანგრძლივობა: 33 საათი.
კორპორატიულ კლიენტებზე (3 და მეტ მსმენელზე) ვრცელდება 10% ფასდაკლება.


ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ორშაბათი-ხუთშაბათი), ორი საათის ხანგრძლივობით ან კვირას, კვირაში ერთხელ, სამი საათის ხანგრძლივობით;
ლექციები ჩატარდება კვირის დღეებში 18:30-20:30 სთ-ზე, კვირას - 13:30:00-16:30 სთ-ზე.

რეგისტრაციისათვის იხილეთ მოთხოვნები: http://www.icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=380&Itemid=348&lang=ka-GE
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები