პრემიერ-მინისტრი სტუდენტებთან შესახვედრად თსუ მე–6 კორპუსში მივიდა
ამ წუთებში პრემიერ–მინისტრი სტუდენტებს ხვდება.
პრემიერმინისტრი აუდიტორია 115-ის წევრებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხვდება. მან მე-6 კორპუსში შესვლა ვერ შეძლო, რადგან შენობის კარი აჭედილია. გიორგი კვირიკაშვილი პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ახალგაზრდებთან დაცვის გარეშე შევიდა, შეხვედრაზე არც ჟურნალისტები შეუშვეს.
დახურილ კარს მიღმა შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი შესასვლელი კარები აუდიტორია 115-ის წევრებმა სხვადასხვა სახის ავეჯით გადაკეტეს. ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას, ოდეერების საკითხის შესწავლასა და თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვდნენ.
უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია. შესასვლელი კარები აუდიტორია 115-ის წევრებმა სხვადასხვა სახის ავეჯით გუშინ აჭედეს.
მთელი ღამის განმავლობაში 50 სტუდენტი ადგილზე იმყოფებოდა, მათთან ერთად იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები. შენობის აივანზე კი გამოფენილია ბანერი წარწერით “ავტონომია უნივერსიტეტს.”
სტუდენტები განმარტავენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. აუდიტორია 115-ის წევრები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, ოდეერების საკითხის შესწავლასა და თვითმმართველობის გაუქმებას.
“მე-6 კორპუსის დაკავება არის დასაწყისი, არის გაფრთხილება იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია, რა თქმა უნდა პრემიერი თუ აქ მოვა და ის ჩვენ რეალურად ვერ დაგვპირდება იმას, რომ რასაც ვითხოვთ ის მოთხოვნები არ შესრულდება, რა თქმა უნდა იმის გამო, რომ მხოლოდ აქ მოვა და დაგველაპარაკება ჩვენ მე-6 კორპუსს არ დავტოვებთ. თუ მივიღებთ დაპირებას და იმის შესაძლებლობას, რომ მართლა შეიცვალოს რაიმე, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ კორპუსის დატოვებაზე“ – განაცხადა თსუ-ს სტუდენტური გაერთიანებააუდიტორია 115-ის წევრმა ანი ვასაძემ.
დღის მეორე ნახევარში კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელსაც ის მომღერლები და ცნობილი სახეები ჩაატარებენ, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ.
თსუ-ის მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
წყარო: რუსთვი–2