GE

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

19 ნოემბერს, დილის საათებში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ხუთასართულიანი შენობის ნაწილობრივი ნგრევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ ერთი, 3 წლის გოგონა გადარჩა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური