ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი
ბი დი სი აკადემია გთავაზობთ ბუღალტერიის შემსწავლელ თეორიულ და პრქტიკულ კურსს, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
თეორიული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
- ფინანსური ანგარიშგების პაკეტი;
- მოგება-ზარალის ანგარიშგება;
- ფულადი საშუალებების მოძრაობის უწყისი;
- ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები;
- ძირითადი დაშვებები ბუღალტრულ აღრიცხვაში;
- არამატერიალური აქტივები, სახეები და აღრიცხვა;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
- გუდვილისა და იჯარის აღრიცხვა;
- ფინანსური შედეგების გაანგარიშება;
- ინვესტიციები და უცხოური ვალუტა;
- ანგარიშთა გეგმა;
- ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების საბუღალტრო საქმის მართვა.
პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ: დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა. ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში.
ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული და კომპიუტერული კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გეძლევათ გაიროთ პრაქტიკული ბუღალტერია.
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:
ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული და კომპიუტერული კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გეძლევათ გაიროთ პრაქტიკული ბუღალტერია.
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:
- კონკრეტული ორგანიზაციების მიმდინარე წლის პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობას.
- საჭირო პირველადი დოკუმენტების დამუშავებას.
- საბანკო ოპერაციების კონტროლს, მართვასა და მოწესრიგებას.
- "ბანკი-კლიენტში" საბანკო ოპერაციების წარმოებას.
- სახელფასო უწყისის მომზადებას.
- ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციის შევსებასა და ჩაბარებას.
- ცალკეულ გადასახადებს (დღგ, აქციზი, ქონების, მოგების, საბაჟო გადასახადი)
- საგადასახადო ანგარიშგებასა და საგადასახადო კონტროლს;
- კორექტირებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვას შორის.
- პრაქტიკული კაზუსების განხილვას.
- ხელშეკრულებების სახეებს (ხელშეკრულებების პირობების ჩამოყალიბება და ხელშეკრულებების მომზადება).
ორის–ბუღალტერია - ბი დი სი აკადემია გთავაზობთ კომპიუტერული პროგრამა ორისის შესწავლას.
პროგრამა განკუთვნილია მოქმედი და დამწყები ბუღალტერებისათვის.ასევე, მათთვის ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა. პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულებული იქნება ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების დოკუმენტაციის საფუძველზე.
კურსი შედგება შემდეგი საკითხებისაგან:
პროგრამა განკუთვნილია მოქმედი და დამწყები ბუღალტერებისათვის.ასევე, მათთვის ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა. პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულებული იქნება ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების დოკუმენტაციის საფუძველზე.
კურსი შედგება შემდეგი საკითხებისაგან:
- ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამის არსი და ეფექტურობა;
- პროგრამის ინსტალაცია, ძირითადი მენიუს, ფუნქციონალური მენიუს და ინსტრუმენტთა ზოლის განხილვა;
- ახალი ორგანიზაციის შექმნა: „ჩვენი ორგანიზაციის“ რედაქტირების ფანჯარა, ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა;
- ანგარიშთა დათვალიერება, ნაშთები, ბრუნვითი ბალანსი და ანგარიშთა ბარათები;
- საბუღალტრო ოპერაციების შესრულება და გატარებების მიხედვით ბრუნვით ბალანსზე მუშაობა;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძოირითადი საშუალებების სიის აწყობა და აღრიცხვა;
- პირველადი დოკუმენტები და აწყობილი ოპერაციები
- ფულადი სახსრების მოძრაობა ( სალარო და ბანკი);
- პერსონალთა სიის და ხელფასის საბუთების შექმნა;
- პროგრამაში მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა.
კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, სარეკომენდაციო წერილთან ერთდ.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს