GE
პრაქტიკული და თეორიული ბუღალტერიის კურსი + ORIS
ღირებულება: 350 ლარი
შპს ელ აუდიტი გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე + თეორიული მასალა + საბუღალტრო პროგრამა ORIS- ის შესწავლა საჩუქრად.
 
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,  როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბუღალტერებისთვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმავონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ცოდნა.
 
აღნიშნული კურსი მოიცავს:
  • ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით;
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა - ORIS -ის შესწავლა;
  • პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი;
თითოეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს, ერთი საანგარიშგებო წლის განმავლობაში, წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.
 
პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტისა და წარმოების სფერო.
 
შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება;
  • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტ ბანკიგის მოხმარების შესწავლა;
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად, RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება, საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ბრუნვითი უწყისი;
  • ხელფასის უწყისის შედგენა;
  • ყოველთვიური საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად.RS.ge-ზე.
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე.
თეორიული ნაწილის თემატიკა:
  • ანგარიშთა გეგმა;
  • სალაროს ოპერაციები;
  • ბანკის ოპერაციები;
  • მოთხოვნის აღრიცხვა;
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა;
  • რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება;
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა;
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
  • გაყიდვების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • იჯარის აღრიცხვა;
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება;
  • საცდელი ბალანსის შედგენა;  
კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის შესწავლა
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
  • Oris-ის ინსტალაცია;
  • მონაცემთა ბაზის მარშრუტის არჩევა;
  • მონაცემების ასლის აღება/აღდგენა;
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა;
  • ანგარიშთა გეგმის მომზადება და სასტარტო ნაშთების დასმა;
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები;
  • საბუღალტრო გატარებები;
  • საცდელი ბალანსი;
  • მოგება-ზარალი;
  • ფულადი სახსრების მოძრაობა (cash flow);
  • პირველადი დოკუმენტები;
  • ძირითადი საშუალებები და ცვეთის დარიცხვა;
  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები;
  • ვალუტა და საკურსო სხვაობა.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ, აწარმოონ როგორც სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედნადებები, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების შევსება, როგორიცაა: დღგ-ს დეკლარაცია, საშემოსავლოს დეკლარაცია, მოგების დეკლარაცია, ქონების დეკლარაცია.
 
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში და ინდივიდუალურად.
 
ღირებულება:
  • ინდივიდუალური კურსი - 450 ლარი (25 ლექცია)
  • ჯგუფში (5-7 კაცი) - 350 ლარი (25 ლექცია)
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.
 
მიმდინარეობს ჯგუფებში რეგისტრაცია.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები