GE
საგადასახადო კოდექსის კურსი ნინო ფოდიაშვილთან
ღირებულება: 499 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის (მანუალები) შემსწავლელ ვრცელ პროგრამას.

საგადასახადო კანონმდებლობა განახლებადი პროცესია და ჩვენი კვალიფიციური ტრენერები მზად არიან მსმენელებს პრაქტიკული ცოდნის მიღებაში დაეხმარონ.
 
"ევროპის აკადემიური ცენტრი" უკვე 5 წელია სპეციალურად მოწვეული საგადასახადო საქმის ექსპერტების მეშვეობით ინტენსიურად ახდენს კადრების გადამზადებას აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში.
 
საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი (საგადასახადო მანუალები) სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია+პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა;
  • მიღებული ცოდნის ტესტირების გზით შეფასება.
კოდექსი შეისწავლება:
  • პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით;
  • კურსის განმავლობაში დეტალურად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე;
  • განიხილება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს;
  • კურსის განმავლობაში ჩატარდება შესწავლილი მასალის ტესტირების გზით შეფასება.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" მზად არის, მოთხოვნის შესაბამისად, ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატაროს.

კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი; 12 კვირა
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი,
ღირებულება: 499 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
Studentcard-ის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება

კურსს უძღვება საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტი ნინო ფოდიაშვილი.
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები