GE
თეორიული/პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსები
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კომპლექსურ კურსებს  საერთაშორისო სტანდარტებით + სტაჟირება.
 
მსურველთა მიღება მიმდინარეობს დილის, შუადღის და საღამოს ჯგუფებში!

ბუღალტრული კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, პრაქტიკის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს;
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერია;
  • დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა;
  • ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის პროგრამებში: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიაში;
  • საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა Rs.ge - ს ფორმებთნ მუშაობა;
  • საბუღალტრო მომსახურება;
  • Excel - ში საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის და საქმის წარმოება.
კურსები განკუთვნილია დამწყები ბუღალტრებისათვის, ვინც ბუღალტერიის შესწავლას საერთოდ თავიდან იწყებს, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის და სხვ.

სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ბუღალტრული პროცესების მართვას.

სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისება - პრაქტიკული მაგალითებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე.
მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები.

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას.

კურსის ღირებულება:
  • 4 და მეტკაციან ჯგუფებში - 250 ლარი
  • 2–კაციან ჯგუფებში - 300 ლარი
  • ინდივიდუალურად - 400 ლარი (მეცადინეობის ხანგრძლივობა: 20 ლექცია).
მეცადინეობის ხანგრძლივობა ჯგუფებში - 24 ლექცია.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

სტაჟირება:

პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ”ინტელექტ ცენტრის”  საბუთების დამუშავების შედეგად, ისე  ჩვენი პარტნიორი  კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში,  ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე - 24 ლექცია
ღირებულება - თვეში 200 ლარი - ინდივიდუალურად
ღირებულება - თვეში 170 ლარი - 2 კაციან ჯგუფში
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

გაითვალისწინეთ: ვინც ჩვენს ცენტრში პრაქტიკული ბუღალტერიის კურსებს გაივლის, მათთვის სტაჟირების ერთთვიანი კურსი საკმარისი იქნება, ვინაიდან მათ უკვე ექნებათ მიღებული გარკვეული პრაქტიკული ცოდნა და საჭირო უნარ-ჩვევები.
 
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში. ერთი კონსულტაციის - ღირებულება - 20 ლარი

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა:

ორისი - 8 ლექცია 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.

ინფობუღალტერი  - 8 ლექცია 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 120 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 100 ლარი.

სუპერფინი - 8 ლექცია 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.

კურსებს უძღვება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტერ-ფინანსისტი - ჯილდა ხაჩიძე.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერთიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და გამოაგზავნოთ მსმენელის რეგისტრაციის ფორმა ჩვენს ვებ გვერდზე ან დაგვიკავშირდით.

სპეციალური შეთავაზება - ინტელექტ ცენტრისაგან!

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტრული სრული კურსის გავლას თბილისში - სასწავლო ცენტრში, ხოლო დამთავრებას წოდორეთის სასტუმრო-რანჩოს ზღაპრულ გარემოში!
კურსის ღირებულება და პირობები:
  • მხოლოდ ჯგუფური - 290 ლარი (მინიმუმ 6 მსმენელი).
  • კურსის ხანგრძლივობა: 24 (1,30 საათიანი) ლექცია.
  • თანხის გადახდა ორ ეტაპად.
ოცდამეოთხე, ბოლო ლექცია შაბათს უშუალოდ რანჩოზე ჩატარდება. ლექციების დამთავრების შემდეგ, მსმენელთა ჯგუფს შეეძლება რანჩოს ზღაპრულ გარემოში და ცხენებზე სამახსოვრო სურათების გადაღება, აგრეთვე, გართობა და საინტერესოდ დასვენება (მაგიდის ტენისი, ბილიარდი, პოკერი და სხვა).

ღირებულება მოიცავს: საღამოს "ბარბიქიუს" და მეტრო დელისამდე ტრანსპორტირებას.
სურვილის შემთხვევაში, მსმენელებს შეეძლებათ ერთსაათიანი საცხენოსნო გაკვეთილის შეძენა და აგრეთვე ღამით რანჩოს სასტუმროში დარჩენა.

ისწავლეთ და დაისვენეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და რანჩოს ზღაპრულ გარემოში!
გახსოვდეთ  დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები