GE
მთავარი ბუღალტრის მოსამზადებელი კურსი
ღირებულება: 500 ლარი
"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" გიწვევთ მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო კურსზე  თბილისსა და ბათუმში.

მიზნობრივი ჯგუფი
: დამწყები და მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სპეციალობის სტუდენტები, კერძო მეწარმეები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ყველა პირი.

კურსის აღწერა:

კურსი ითავალისწინებს ოთხი საგნის კომპლექსურად შესწავლას:
  1. ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  2. ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება (მეორე დონე);
  3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ;
  4. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა "ორისი".
სწავლის მეთოდი: ლექცია, ინტერაქტივი, გონებრივი იერიში, დისკუსია, პრაქტიკული მუშაობა, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტი. კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური ტესტირება , ხოლო დასრულებისას სასერტიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა.

კურსს კითხულობენ:
  1. კონსტანტინე გორბატკოვი - ეკონომიკის დოქტორი, საგადასახადო საქმის ექსპერტი, აუდიტორი. (icqe.ge/1rq)
  2. ნადეჟდა კვატაშიძე - ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, სრული პროფესორი (cqe.ge/1de)
ბენეფიტები და უპირატესობები:
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა დახელოვნების კურსებს უძღვება  თბილისისა და ბათუმის  წარმატებულ, პრაქტიკოს, პროფესიონალ ტრენერთა გუნდი (icqe.ge/ti)
  • მსმენელებს ვთავაზობთ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებსა და სასიამოვნო გარემოს ბათუმსა (icqe.ge/bc9) და თბილისში (icqe.ge/9ei).
  • ყველა მსმენელს საჩუქრად დაურიგდება "როიალ აუდიტის" დაფინანსებით გამოცემული  საგადასახადო კოდექსის ახალი სახელმძღვანელო (icqe.ge/bc7), უახლესი ცვლილებებითა და კომენტარებით
  • აღნიშნული კურსის გავლის შემთხვევაში,  თქვენ მიიღებთ 25%-იან  ფასდაკლებას აუდიტორთა საკვალიფიკაციო კურსებზე .
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" გაუწევს უფასო კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე.
საუკეთესო მსმენელებს კი ვთავაზობთ:
  • აუდიტორულ კომპანია "როიალ აუდიტის" გუნდის წევრობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს.
კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე (72 საათი).
სწავლება  მიმდინარეობს  როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში და არასამუშაო დღეებში.
მეცადინეობების განრიგი: კვირაში 3-ჯერ, 2- საათიანი  ხანგრძლივობით.

კურსიის ღირებულება: 500 ლარი.
გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

კურსზე დასწრების მოთხოვნები (icqe.ge/17o)

გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები