GE
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია + ORIS ფასდაკლებით თბილისსა და ქუთაისში
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია + ORIS - თვეში 125 ლარი თბილისსა და ქუთაისში.
 
„ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO“ გთავაზობთ „თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსს“  50% ფასდაკლები, თბილისსა და ქუთაისში.
 
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის და განათლების პირთათვის, როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ბუღალტერთათვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ცოდნა.
ასევე, კურსი რეკომენდირებულია ნებისმიერ მსმენელთათვის, ვინც აპირებს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესწავლას და არ აქვს განათლება ეკონომიკის სფეროში, მაგრამ სურს პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ბუღალტერია.
 
ტრენინგი მოიცავს სამ საფეხურს:
  • საფეხური პირველი: თეორიული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი - ერთი თვე,  150 ლარი  300 ლარის ნაცვლად.
  • საფეხური მეორე: ORIS კომპიუტერული ბუღალტერია - 2 კვირა, 50 ლარი 100 ლარის ნაცვლად.
  • საფეხური მესამე: პრაქტიკული ბუღალტერია - 2 კვირა,  50 ლარი 100 ლარის ნაცვლად.
  • სრული ორთვიანი კურსის ღირებულებაა - 250 ლარი 500 ლარის ნაცვლად.
  • სტუდენტს შეუძლია ცალკე გაიაროს ერთ-ერთი კომპონენტი. 
სრული კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში ორჯერ, 4  ლექცია, სულ 32 ლექცია.
სწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში. 
ტრეინინგი ტარდება დღის და საღამოს საათებში.
მსმენელებს უფასოდ გადაეცემა სასწავლო მასალა. 
 
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
 
სასწავლო პროგრამა:
თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია შეისწავლება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული და ფინანსური  აღრიცხვის თეორიის და პრაქტიკის  საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსს.
საკითხების ჩამონათვალი:
  1. ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეები, მეთოდი, ამოცანები, პრინციპები.
  2. ბუღალტრული დოკუმენტების კლასიფიკაცია.
  3. ბალანსი.
  4. მოგება ზარალი.
  5. ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებულ პროცედურები: საწესდებო კაპიტალის სახით ფულის და მატერიალური აქტივების შეტანა.
  6. მომსახურების და საქონლის ადგილობრივი შესყიდვის ოპერაციები.
  7. მომსახურების და საქონლის რეალიზაცია.
  8. ხელფასის აღრიცხვა - ფულადი სახით, ნივთგაცემით, პრემია, დივიდენდი.
  9. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
  10. ხარჯების აღრიცხვა.
  11. წლიური შედეგების დაანგარიშება როგორც ბუღალტრული, ისე საგადასახადო კუთხით.
  12. საგადახდო კოდექსის ძირითადი საკითხები.
  13. ელექტრონული დეკლარაციების შევსება www.rs.ge - სასაქონლო-ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა,
  14. მოგების, საშემოსავლო, ქონება, დღგ გადასახადები. 
  15. კომპიუტერული  პროგრამა - Oris. 
პრაქტიკული კურსის დროს მსმენელები ეცნობიან ორგანიზაციების რეალურ საბუთებს და ამუშავებენ მათ კომპიუტერულ პროგრამაში, სწავლობენ  www.rs.ge მუშობას.
თეორიულ კურსს უძღვება ქ-ნი ნინო გრიგოლაია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.
პრაქტიკულ კურსს უძღვება მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ბუღალტერი.
 
კურსზე რეიგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები