GE
სტაჟირება ბუღალტერიაში
აიელსი გთავაზობთ სტაჟირებას ბუღალტერიაში.
 
რეალურად ეს არის არა სტაჟირება, არამედ თქვენი პირველი სამუშაო ადგილი:
  • თქვენ მუშაობთ დამოუკიდებლად, როგორც დამოუკიდებელი ბუღალტერი. 
  • თქვენი ნამუშევარი გადის შემოწმებას კვალიფიციურ პედაგოგთან და თქვენ მიიღებთ შესაბამის კომენტარებს, რჩევებს, შენიშვნებს, რეკომენდაციებს.
სტაჟირების გავლა შეუძლიათ მათ, ვისაც ჩვენს სასწავლო ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში უკვე გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)+ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს), უკიდურეს შემთხვევაში ბასს მაინც და ორისი.
 
სტაჟირება ხდება X  საწარმოს მაგალითზე. ეს არის დამუშავებული ვირტუალური კომპანიის მაგალითი კომპანიის შექმნიდან, მისი პირველი სამეურნეო წლის ოპერაციების ბუღალტრული ასახვითა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ჩათვლით. სტუდენტი გამოიმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
 
საჟირების ხანგრძლივობა ორი თვე.
ღირებულება: ჯგუფში 3-4 მოსწავლე 350 ლარი, წყვილში ან ინდივიდუალური 400 ლარი, კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5-2 საათი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები