GE
ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების კურსი
ღირებულება: 320 ლარი
სასწავლო კურსის მიზანია: ნებისმიერი საბაზო განათლების მქონე პირი ეზიაროს ყველა დროში ყველასთვის საჭირო და აუცილებელ ცოდნას „ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში“, ინდმეწარმეებმა თვითონ შეძლონ მათი მცირე მასშტაბის ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და საგადასახადო ანგარიშგების შედგენა-დეკლარირება, ტრეინინგის მონაწილეს შეუქმნას კარგი თეორიული საფუძველი სტაჟირების გავლისა და ამ სფეროში წარმატებულად დასაქმებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე
 
ტრეინინგს წარუძღვება:
ნანა სრესელი
- ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა (ერთ ერთი მსხვილი ბიზნესკომპანიის მთავარ ბუღალტრად საქმიანობის პრაქტიკა ) და ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების მქონე, ბუღალტრების სამაგიდო სახელმძღვანელოს(ა.ხორავა,ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. „ბუღალტრული აღრიცხვა“. თბ, 2014 წ.) თანაავტორი.
ტრეინინგის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება.
კურსის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, გაიცემა შესაბამისი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი.
 
შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:
A (ა) - 100%-75% - წარმატებული
B (ბ) - 50%-75% - მოისმინა
97-100 % შედეგის მქონეთ გადაეცემათ „ოქროს სერთიფიკატი“, რომელიც არის აგრეთვე საჯარო ფორმატის რეკომენდაციის გაცემის საფუძველი.
პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ტრეინინგებს მცირე ჯგუფებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ ტრეინინგს (ფორმატით: „ერთი მსმენელი პერსონალურ
ტრენერთან“). ამ ფორმატის მომსახურების მიღების პირობები ექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას პროექტის მენეჯმენტთან.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები