GE
საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელი კურსი
ღირებულება: 495 ლარი
სასწავლო კურსის მიზანია:
 
პრაქტიკოს ბუღალტრებს, მათ ასისტენტებს, აუდიტორებს (მათ შორის შიდა აუდიტორებს), ფინანსურ მენეჯერებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი, სისტემური წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოიყენონ ისინი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას.
 
სასწავლო კურსის დროს განხილული იქნება:
  1. მოქმედი საგადასახადო კოდექსის დებულებები (ზოგადი და გადასახადების ნაწილი),ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთნ დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ინსტრუქციები). კანონმდებლობის თითოეული ნორმის განხილვისას გარჩეული იქნება ამა თუ იმ ნორმის პრაქტიკული მნიშვნელობა და კონკრეტული ქეისები.
  2. თითოეული გადასახდის განხილვის დასრულების შემდგომ პრაქტიკული ამოცანების მაგალითზე განხილული იქნება კონკრეტული გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი. პრაქტიკული მეცადინეობის დროს განხილული იქნება დეკლარციის თითოეული ველის (უჯრის) პრაქტიკული მნიშვნელობა, ურთიერთკავშირი.
  3. სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები, საგადასახადო აუდიტორების პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა სახის ქეისები, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვან ჩანაწერებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთათვის არსებითი საგადასახადო რისკის მატარებელია. სასწავლო კურსის მსვლელობისას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი სირთულის საკითხებზე კონსულტაციები მიიღონ მაღალი კვალიფიკაციისა და კარგი პრაქტიკული გამოცდილების დამოუკიდებელი საგადასახადო აუდიტორის - ბეჟან ოდიშარიასაგან.
  4. ასავე განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პრაქტიკაში არსებული მიდგომები (მათ შორის მოქმედი სიტუაციური სახელმძღვანელოები ანუ ე.წ. „მენუალები“), აგრეთვე კაზუსები, საგადასახადო დავების პრაქტიკა.
  5. დეტალურად იქნება განხილული ბაზარზე მოქმედი ბიზნესკომპანიების პრაქტიკულ საქმიანობაში დაშვებული ტიპიური შეცდომები და გადაცდომები, აგრეთვე ამ შეცდომების გამომწვევი ძირითადი მიზეზები;
  6. გაანალიზებული იქნება საგადასახადო კოდექსში ბოლო პერიოდში შესული (ასევე მოსალოდნელი) ცვლილებები და მათი პრაქტიკული შედეგები.
კურსის ხანგრძლივობა 2 თვე
 
სასწავლო კურსს წარუძღვება:
ბეჟან ოდიშარია - საგადასახადო და დაბეგვრის საკითხებზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საგადასახადო აუდიტის სფეროში აღიარებული აუდიტორი, რომელსაც მიღებული აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება სწორედ ამ სფეროში. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ის იცნობს ყველა დარგისა და სფეროს ბიზნესკომპანიის საგადასახადო საქმიანობის სპეციფიკასა და პრაქტიკას. ამ სფეროსათვის აუცილებელი სისტემური ცოდნის, გამოცდილებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამო ის შედის ქვეყნის ელიტალურ მოქმედ დამოუკიდებელ საგადასახადო აუდიტორთა რეიტინგულ შემადგენლობაში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები