GE
ბავშვთა ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო, თეორიული და პრაქტიკული კურსი
ფსიქოლოგიური ტრენინგ-ცენტრი "პრაქტიკული ფსიქოლოგია" გთავაზობთ საგანმანათლებლო, თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბავშვის ფსიქოლოგიაში.
 
ბავშვის ფსიქოლოგიის კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:                                       
  • ბავშვის ფსიქიკის  განვითარების  თავისებურებანი და კანონზომიერებები
  • ჰუმანისტური და ფსიქოანალიტიკური თეორიები ბავშვის ფსიქიკის განვითარების შესახებ
  • ბავშვის სკოლისათვის მზაობის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები   
  • კორექციული მუშაობა ჰიპერაქტიურ და  აგრესიულ ბავშვებთან. 
  • შიშისა და შფოთვის პრობლემატიკა,ემოციები და EQ, მე-კონცეპცია და თვითშეფასების ტესტები,ტემპერამენტი და ხასიათის თავისებურებანი
  • სკოლამდელთა ფსიქოდიაგნოსტიკა  ( მეთოდიკები, ტესტები )
  • ფსიქიკური განვითარების შეფერხება, აუტიზმი, კონფლიქტის მართვის სტრატეგიები და ა.შ.
    ტრენინგის ხანგრძლივობა 30 სთ (ერთი თვე)
3-დან 10-წლამდე ბავშვების ფსიქო-სოციალური დიაგნოსტიკა და ფსიქო-კორექციული მუშაობა
  • ბავშვებთან კორექციულ-განმავითარებელი მუშაობა პროექციული მეთოდების გამოყენებით (ხატვა-თერაპია, თოჯინა-თერაპია, ზღაპარ-თერაპია)
  • აზროვნების, მეხსიერების,ყურადღების განმავითარებელი სავარჯიშოები და ტესტები, ხატვითი ტესტები.
ტრენინგის ხანგრძლივობა 15სთ (2 კვირა)
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათს და ხუთშაბათს - 18:00 სთ-ზე
 
შესაძლებელია ტრენინგის გავლა როგორც ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე ინდივიდუალურად. 
 
ტრენინგ-კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი!
 
ტრენინგის ღირებულება 250 ლარი
სტუდენტებისთვის ღირებულება 180 ლარი
ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
ტრენინგის დაწყების თარიღი: 9 ნოემბერი
ტრენინგის დასრულების თარიღი: 11 დეკემბერი
 
ტრენინგ-კურსს ატარებს ფსიქოლოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სეუ-ის ასოცირებული პროფესორი - მანანა ნარგიზიშვილი-მიქაძე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები