GE

თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულ თბილისის ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ საკლასო ოთახებში განახლდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით 175-ე და 45-ე საჯარო სკოლა სწავლების ტრადიციულ ფორმას დაუბრუნდა.

კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო 175-ე საჯარო სკოლის ცალკეული კლასები ონლაინ სწავლებაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო 45-ე სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესი მთლიანად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა.

ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის საფუძველზე განახლდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური