18-19 ივნისს დამატებითი სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება
2018 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებს უკვე ჩაუტარდათ. წელს საატესტატო გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, იმ აპლიკანტების ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას. იმ პირებისათვის კი, რომლებიც ობიექტური მიზეზით ვერ გამოცხადდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, გამოცდის ჩატარების დამატებითი ვადები განისაზღვრა.
განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ბრძანებით, დამატებითი სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2018 წლის 18 და 19 ივნისს ჩატარდება.
განმეორებითი საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
რომელი მოსწავლეები გადიან გამოცდაზე:
როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუმარტეს, გამოცდაზე გადიან ის მე-12 კლასელები, ვინც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო საატესტატო გამოცდებზე გასვლა პირველ ეტაპზე.
“ხასგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ნიშნავს, უკვე გამოცდაზე გასული მოსწავლეების განმეორებით ტესტირებას. 18 და 19 ივნისს გამოცდას ის მოსწავლეები ჩააბარებენ, ვინც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ დაესწრნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. ასეთები არიან: მოსწავლეები, რომლებიც ოლიმპიადების ფარგლებში არ იმყოფებოდნენ საქართველოში; სსსმ მოსწავლეები; ასევე ის პირები, ვისაც აქვს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მათი გამოცდაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. აღნიშნულის დადასტურება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. განცხადებას განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც წყვეტს დაუშვას თუ არა მოსწავლე გამოცდაზე. გადაწყვეტილების შემდეგ მოსწავლეთა სია გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რის შემდეგაც ხორციელდება მოსწავლეებთან დაკავშირება”, – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.
განათლების სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განმარტეს, რომ ასეთი მოსწავლეების რაოდენობა, მაგალითად, გასულ წელს 33-ს არ აღემატებოდა.
2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა
„ჩაჭრილი 11 000 მოსწავლიდან გამოწვევას 4% წარმოადგენს“ – სამინისტრო საატესტატო გამოცდების შედეგებზე
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება