2018 წლის საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა
2018 წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11–ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.
“იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში”, – აცხადებენ მაია მიმინოშვილის უწყებაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაცემები ასე გამოიყურება:
მე-12 კლასის 4 გამოცდის მონაცემები მე-12 კლასეთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:
ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
ისტორია – 97%-ზე მეტმა
მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა
მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):
ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა
უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა
ისტორია – 96%-ზე მეტმა
მათემატიკა – 88%-ზე მეტმა
განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია:
გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
ქიმია – 78%-ზე მეტმა
ფიზიკა – 43%-ზე მეტმა
იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983.
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება