2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები განისაზღვრა. მობილობის მსურველ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე შეეძლებათ.
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 8 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
დადგინდა სტუდენტთა მობილობის ვადები 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის – რეგისტრაციის თარიღი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს ან ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს
by პროფესიული განათლების ამბები