ვის შეუძლია მოსწავლის გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენა და შეფასება ელექტრონულ ჟურნალში – ვადები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) სასკოლო საზოგადოებისთვის ავრცელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გაცდენილი შემაჯამებელი დავალების აღდგენასა და ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი სამუშაოს ჩატარებას უკავშირდება.
EMIS-ის ცნობით, თუ მოსწავლე არ დაესწრება გაკვეთილს, რომელზეც შემაჯამებელი დავალება იყო ჩანიშნული, მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს შემაჯამებელი დავალების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.
ვის შეუძლია შემაჯამებელი დავალების აღდგენითი სამუშაოს ჩანიშვნა და შეფასება?
1. საგნის მასწავლებელს;
2. სკოლის დირექტორს/ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორს.
რა ვადებში უნდა აღდგეს შემაჯამებელი დავალება?
შემაჯამებლის აღდგენის ჩანიშვნის ვადა: არაუგვიანეს მიმდინარე სემესტრის დასრულებისა.
შეფასების ასახვის ვადა – აღდგენითი სამუშაოს ჩატარებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღისა.
ვის შეუძლია შემაჯამებლი დავალების აღდგენის შეფასების ნახვა?
- სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციას;
- საგნის მასწავლებელს;
- მოსწავლეს;
- მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.
„გაითვალისწინეთ: გაცდენილი შემაჯამებელი დავალების დროულად აღდგენა მნიშვნელოვანია მოსწავლის შეფასების სრულყოფილად ასახვისა და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 20 ოქტომბრის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს – ვადა
by პროფესიული განათლების ამბები
-
ცნობილია ყველაზე პოპულარული პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველებში – რეგისტრაციის დეტალები
by პროფესიული განათლების ამბები